„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№253
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.025145
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №253

2025 წლის 11 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2025, 010240030.10.003.025024) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა; ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველყოფა და დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) უზრუნველყოფს საავტომობილო გზების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, კოორდინაციასა და კონტროლს, ასევე წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელებას;“.

3. მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს კომპეტენციის შესაბამისად, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში, წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის სფეროში, ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხითა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 12 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.07.2025.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.07.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №253. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.025145.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №253, 11.07.2025, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.025145 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6571660/