„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №198 |
|
2025 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი;“.
2. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი
ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაცია და ხელშეწყობა ინფრასტრუქტურული პროექტის თითოეულ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის ზედამხედველობა, ინფრასტრუქტურული პროექტებით გათვალისწინებული ცალკეული აქტივობების შესრულების პროგრესის მონიტორინგი;
ბ) ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ინიციატივების, დაგეგმარების, შეფასებისა და სათანადო დოკუმენტაციის განხილვასა და შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) ინფრასტრუქტურული პროექტების სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისგან, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტებისა და სხვა კომპეტენტური უწყებებისგან, უფლებამოსილებების შესრულების მიზნით, საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, სათანადო დოკუმენტაციის გამოთხოვა და ანალიზი;
ე) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
ვ) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და ცალკეული სამუშაოების შესრულების მდგომარეობის შემოწმება, ანალიზი და შეფასება, მათ შორის, ადგილზე ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
ზ) პერიოდული და წლიური ანგარიშების მომზადება და მინისტრისთვის ან კურატორი მინისტრის მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;
თ) დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მინისტრისთვის ან კურატორი მინისტრის მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;
ი) მომზადებული დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №198. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.025090.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №198, 09.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.025090 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6521150/