“ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) მიერ მოხმარებული ელექტოენერგიის საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის წესის და უმწეო მდგომარეობაში მტოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამის და უმწეო მდგომარეობაში მყპოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრონციპების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 44/ნ ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.090.020.22.035.009.133
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №223/ნ
2006 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
„ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირების) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის წესის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის №44/ნ ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
„მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირების) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის წესის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის №44/ნ ბრძანების (სსმ III, 10.02.06 წ., №19, მუხლი №240) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესში და პრინციპებში“ (დანართი №3) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სოციალური დახმარების დანიშვნის შემზღუდველი პირობები
1. სოციალური დახმარება არ ინიშნება, თუ:
ა) პენსიონერს ან მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დანიშნული აქვს 45 ლარზე მეტი ოდენობის პენსია;
ბ) ოჯახს დანიშნული აქვს მიზნობრივი სოციალური დახმარება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნის შემზღუდველი პირობა არ ვრცელდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართა კატეგორიებზე.“.
ბ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:
„3. სოციალური დახმარება წყდება, თუ სოციალური დახმარების მიმღები საკუთარი სურვილით გახდება მიზობრივი სოციალური დახმარების მიმღები. სააგენტო უზრუნველყოფს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებ პირთა სიის მიწოდებას სოციალური დახმარების განყოფილებებისათვის.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 31 ივლისიდან.
ლ. ჭიპაშვილი