საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-732
სარეგისტრაციო კოდი 480000000.22.030.016383 4
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/09/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.08.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაციის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №01-732
2025 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები“.
2.
დაევალოს:
ა)
იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული ბრძანების საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისათვის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაგზავნა;
ბ)
სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების/საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, ამ ბრძანების გაცნობა მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისათვის;
გ)
შიდა აუდიტის დეპარტამენტს – აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე კონტროლი.
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 22 ივნისის №01-105 ბრძანება.
4.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი