📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №05/26
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.088.016094 274
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 10/09/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
863 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 96% 17.04.2025 სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 18.09.2019 გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 30.09.2024 დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ 1. ქვეყანა /Country: საქართველო /Georgia     მოცემული ოფიციალური დოკუმენტი /This public document 2. ხელმოწერილია /has been signed by:---------------------------------------------------- ------------------/------------------------------------------------------------------------------------ 3. რომლის თანამდებობაც არის / acting in the capacity of: ------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ ---------------/---------------------------------------------------------------------------------------- 4. დამტკიცებულია / bears the seal/stamp of --------------------------------------------- --------------------------/------------------------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------------- ბეჭდით /შტამპით დამოწმებული /Certი fied 5. ადგილი /at:                                 6. თარიღი / the ------------------------ 7. დამოწმებულია /by: 8. № ------------- 9. ბეჭდის/შტამპის ადგილი/Seal/stamp   10. ხელმოწერა/ signature 88% 18.08.2016 ხონის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის, მისი გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 27.03.2024
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
10.09.2025
13.11.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანება №05/26 2025 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ​1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმა, აღწერილობა და მახასიათებლები ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის გაცემის წესი ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 8 ივლისის №3/93 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.   საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე დანართი №1 საქართველოს კულტურის სამინისტრო სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა სერია –––––– № –––––– მიეცა --------------------------------------------------------------------------------------------------,  რომელიც –––––––          წელს შევიდა            და       ––––––––––––––                 წელს დაამთავრა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– და მიიღო შემდეგი შეფასებები: 1.––––––––––––––––––––––––––––                                   10.––––––––––––––––––––––––––– 2.––––––––––––––––––––––––––––                                   11.––––––––––––––––––––––––––– 3.––––––––––––––––––––––––––––                                   12.––––––––––––––––––––––––––– 4.––––––––––––––––––––––––––––                                   13.––––––––––––––––––––––––––– 5.––––––––––––––––––––––––––––                                   14.––––––––––––––––––––––––––– 6.––––––––––––––––––––––––––––                                   15.––––––––––––––––––––––––––– 7.––––––––––––––––––––––––––––                                   16.––––––––––––––––––––––––––– 8.––––––––––––––––––––––––––––                                   17.––––––––––––––––––––––––––– 9.––––––––––––––––––––––––––––                                   18.–––––––––––––––––––––––––––  დირექტორი ------------------ პასუხისმგებელი პირი ----------------- გაცემის თარიღი ბ. ა. საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმის აღწერილობა და მახასიათებლები 1. საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის (შემდგომ – მოწმობა) გარეკანზე ქართულ ენაზე იბეჭდება მცირე გერბი და წარწერა – „საქართველოს კულტურის სამინისტრო“ და „მოწმობა“. 2. დანართი №1-ით გათვალისწინებული მოწმობის ფორმის შესაბამისად, მოწმობის შიდა მხარეს ქართულ ენაზე აღინიშნება: სამართალსუბიექტის სრული სახელწოდება – „საქართველოს კულტურის სამინისტრო“; დოკუმენტის დასახელება, დოკუმენტის სერია და ნომერი; მოწმობის მფლობელის სახელი და გვარი; სწავლის დაწყებისა და დამთავრების თარიღი; შესაბამისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების ოფიციალური სახელწოდება სამართლებრივი ფორმის სრულად მითითებითა და საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება საფეხურის აღნიშვნით; სწავლის პერიოდში მიღებული საბოლოო შეფასებები (საგნების მიხედვით); დირექტორისა და მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერები; დაწესებულების ბეჭედი და მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი). 3. მოწმობა უნდა დამზადდეს 240 მმ ცარცის ქაღალდზე A4 ზომით. მოწმობის გარეკანზე მიეთითება სამართალსუბიექტის სახელწოდება – „საქართველოს კულტურის სამინისტრო“, რომელიც უნდა შესრულდეს შავი ფერით, ასევე წარწერა – მოწმობა (დიდი შრიფტით) და მცირე სახელმწიფო გერბი. მოწმობის შიდა მხარეს ყველა წარწერა, ხაზები და მათი ნუმერაცია უნდა შესრულდეს შავი ფერით. მოწმობის შიდა მხარეს განლაგებული ტექსტი უნდა იყოს ჩასმული ვერცხლისფერ დეკორატიულ დამცავ ჩარჩოში. დანართი №2 საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის გაცემის წესი მუხლი 1🔗. მოწმობის ფორმებით უზრუნველყოფა 1. საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმის (შემდგომ – ფორმა) გაცემას უზრუნველყოფს მის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. 2. ფორმის დამზადებას უზრუნველყოფს სამინისტრო მის მიერ შერჩეულ შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების საფუძველზე. 3. პოლიგრაფიული საწარმოდან ფორმის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამინისტროს მიერ სპეციალურად ამ მიზნით გაცემული მინდობილობა. მუხლი 2🔗. ფორმების შენახვა და გაცემა 1. ფორმა ინახება ცეცხლგამძლე სეიფში. 2. ფორმის შენახვა-გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი, რომელიც პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანილ ფორმებს იბარებს მიღება-ჩაბარების აქტით. მუხლი 3🔗. სამინისტროს მიერ ფორმების გაცემა 1. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს ფორმის გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში. 2. ფორმის მისაღებად სამინისტროში, როგორც წესი, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული განაცხადი და კურსდამთავრებულთა დამტკიცებული სია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) საბოლოო შეფასებებით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში. 3. სამინისტროდან ფორმის გატანის უფლება აქვს შესაბამისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს ან სათანადო მინდობილობისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, დაწესებულებაში მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 4. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება სამინისტროში, მათ შორის, ტარდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში. მუხლი 4🔗. დაწესებულების მიერ მოწმობის გაცემა 1. სსიპ – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის (შემდგომ – მოწმობა) რეგისტრაციას, შენახვას და გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი. 2. მოწმობის შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასებების აღნიშვნით. 3. მოწმობა გაიცემა პასუხისმგებელი პირის მიერ, მოსწავლის დაბადების მოწმობის ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში, ასევე, მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.   4. მოწმობის გატანა დასტურდება მოსწავლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჟურნალში გაკეთებული ხელმოწერით. 5. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული დაწესებულების ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ინახება დაწესებულებაში. მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომის ან/და ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ჩამოწერა უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმა ინახება დაწესებულებაში, კომისიის აქტთან და ოქმთან ერთად. კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე გაიცემა ახალი ფორმა. 4. სამინისტროში ფორმის დაზიანების შემთხვევაში მოწმობის უვარგისი ფორმის ჩამოწერა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე. მუხლი 6🔗. ცნობის გაცემა გაცემული მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის შენახული ქსეროასლის საფუძველზე შესაბამისი დაწესებულება გასცემს ცნობას.