„საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის N014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №029 |
|
2025 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი;
„რ1) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მართვა;“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:
„ქ1) პროკურატურის თანამშრომლის მიერ, გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მიცემისას, გენერალური ინსპექციისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება;“.
2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მძიმე გადაცდომად ჩაითვლება პროკურატურის თანამშრომლის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, კერძოდ:
ა) პროკურატურის თანამშრომლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, რაც ზიანს აყენებს სამართლიანი, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას, სისხლისსამართლებრივი დევნის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისა და მართლმსაჯულების განხორციელებას;
ბ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა;
გ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა, პერსონალური ინფორმაციის კანონით დადგენილი წესის უგულვებელყოფით მესამე პირისათვის გადაცემა;
დ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ცნობილი (ინსაიდერული) ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა;
ე) პროკურატურის თანამშრომლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის წესის დარღვევა;
ვ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ აზარტულ თამაშობებში (მათ შორის, ონლაინთამაშობებში) მონაწილეობა, ასევე სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონსა და აზარტულ კლუბში შესვლა, გარდა საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა;
ზ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოწმობის, სამსახურებრივ-საშტატო ან/და სამსახურებრივ-საშტატო სტატუსმინიჭებული იარაღის დაკარგვის, მოპარვის ან მისი ნების საწინააღმდეგოდ მფლობელობიდან სხვაგვარად გასვლის შესახებ, პროკურატურის თანამშრომლის ან/და მისი უშუალო ხელმძღვანელის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) გენერალური ინსპექციისთვის შეტყობინების წესის დარღვევა;
თ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) ინფორმირების წესის დარღვევა;
ი) პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისი ან/და სამსახურებრივად მისი დაქვემდებარებული პირის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციისათვის შეტყობინების წესის დარღვევა;
კ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ჩადენის ან ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის, რაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფასთან, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-გამოყენებასთან ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან, ან რასაც მოჰყვა ადმინისტრაციული სახდელის სახით სპეციალური უფლების ჩამორთმევა, პროკურატურის თანამშრომლის მიერ გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციისათვის შეტყობინების წესის დარღვევა;
ლ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისთვის გადაცემული, პროკურატურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება;
მ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის N014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის N014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის N014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის N014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.09.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №029. სარეგისტრაციო კოდი — 110060080.70.082.016157.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის N014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის N014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის N014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის N014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №029, 16.09.2025, სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016157 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6625799/