ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1130
სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.027.017614 7
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/11/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 04.01.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№1130
2025 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
პენიტენციური კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების თანდართული წესი.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 2 ნოემბრის №157 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესი
მუხლი 1🔗
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ – სამსახური) და სამსახურის პენიტენციური დაწესებულებები (შემდგომ – დაწესებულება), კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფენ ბრალდებულისა და მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრის უფლების შეუფერხებლად, ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე განხორციელებას.
მუხლი 2🔗
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეხვდეს თავის ადვოკატს, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას. დაწესებულების თანამშრომელი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
3. დაწესებულება უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს.
მუხლი 3🔗
დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია, ადვოკატთა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით, უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრის მიუკერძოებლად და სამართლიანი რიგითობის დაცვით განხორციელება.
მუხლი 4🔗
ადვოკატი ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შესახვედრად დაიშვება საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების დასაცავად გაცემული შესაბამისი ორდერის ან მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში.
მუხლი 5🔗
ადვოკატს უფლება აქვს, დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო თავისი დაცვის ქვეშ მყოფ სხვა ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის სურვილის შემთხვევაში, დაიცვას ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგში მდგომ ადვოკატთა რიგითობა.
მუხლი 6🔗
ადვოკატს უფლება აქვს, დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ რამდენიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს, თუ ისინი მონაწილეობენ ერთ სისხლის სამართლის საქმეში.