პრიორიტეტი: ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00).

მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის განვითარება და მუნიციპალიტეტში სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 835 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

ათას ლარში

02 00

ინფრასტრუქტურის განვითარება

1 225.0

02 01

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

400.0

02 01 01

გზების კაპიტალური შეკეთება

180.0

02 01 02

გზების მიმდინარე შეკეთება

50.0

02 01 03

საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება

170.0

02 02

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

5.0

02 03

გარე განათება

610.0

02 03 01

გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია

610.0

02 04

კეთილმოწყობის ღონისძიებები

30.0

02 04 01

საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია, ექსპლოტაცია

30.0

02 04 02

შენობა ნაგებობების  მშენებლობა-რებილიტაცია

-

02 05

საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპორტო მომსახურების შესყიდვა

-

02 06

სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

10.0

02 07

წყლის სისტემების მოწყობა

-

02 08

სამოქალაქო ბიუჯეტი

200.0

პროგრამა: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 01)

საგზაო ინფრასტრუქტურის ექსპლოტაციის, მოვლა-შენახვის სამუშაოები ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველწლიურად მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაციას. არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორება და მოხრეშვა-მოშანდაკებას; ზამთრის პერიოდში გზების თოვლისგან გაწმენდას.  საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდება გზების რეაბილიტაცია-კაპიტალური შეკეთება როგორც მუნიციპალიტეტის  საკუთარი სახსრებით ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი დაფინანსებით.

ქვეპროგრამა: გზების კაპიტალური შეკეთება (პროგრამული კოდი 02 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ხონის  მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზირებული გზების, ტროტუარების  კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია და ახალი გზების მოწყობა.      ქვეპროგრამის მიზანია საავტომობილო გზებზე მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული  გადაადგილება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: გზებზე ვიდეო კამერების მოწყობა, რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა.

ქვეპროგრამა: გზების მიმდინარე შეკეთება (პროგრამული კოდი 02 01 02)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ორმოული დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება, გრუნტის საფარის მოსწორება და მოხრეშვა-მოშანდაკება.

ქვეპროგრამის მიზანია გზებზე მგზავრთა გადაადგილების გამარტივება.

ქვეპროგრამა: საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 01 03)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საგზაო ნიშნების განთავსება. ზებრა გადასასვლელების მოწყობა, შუქნიშნების მიმდინარე შეკეთება, ვიდეო კამერების მონტაჟი, გზებზე ჩამონაშალის გაწმენდა და სხვადასხვა ღონისძიების გატარება რომელიც მიმართულია მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის.

ქვეპროგრამა: სოფლის მხარდაწერის პროგრამა (პროგრამული კოდი 02 02)

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები , რომლებიც არჩეული იქნება სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობით  გამოყოფილი ლიმიტის  ფარგლებში. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სოფლებში მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების  განხორციელება. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოფელ ძეძილეთის ტერიტორიული ერთეულის სოფლებიდან  კვირაში ერთი დღე, მოსახლეობისათვის უფასო ტრანსპორტირებით მომსახურება. (ძეძილეთი-ხონი ძეძილეთი)

ქვეპროგრამა: გარე განათება (პროგრამული კოდი 02  03)

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას. შესაბამისად საჭიროა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულის გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება, მისი პერიოდული შეკეთება. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. ხონში და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში  ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას და ახალი ქსელის მშენებლობას.

ათას ლარში

02 03

გარე განათება

610.0

02 03 01

გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია

610.0

ქვეპროგრამა: საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია, ექსპლოტაცია (პროგრამული კოდი

02 04 01)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მაშტაბით საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტში განთავსებული სკვერების, სპორტული მოედნების, ბულვარის მოვლა-პატრონობა.

ქვეპროგრამა: შენობა ნაგებობების მშენებლობ- რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 04 02)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობა ნაგებობების რეაბილიტაცია/მშენებლობა.

ქვეპროგრამა: წყლის სისტემების მოწყობა (პროგრამული კოდი 02 07)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მაშტაბით წყლის სისტემებისა და სათავე ნაგებობების მოვლა-რეაბილიტაცია.

ქვეპროგრამა: სამოქალაქო ბიუჯეტი  (პროგრამული კოდი 02 08)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება, ისეთი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რომელიც შერჩეული იქნება ქალაქ ხონის მოსახლეობის მიერ.

ქვეპროგრამა ქმნის შესაძლებლობას მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას გათვალისწინებულ იქნას საზოგადოებრივი ინტერესები.

ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს საბიუჯეტო პროცესში ხელისუფლებისა და საზოგადოების  ურთიერთქმედების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ქ. ხონის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს სთავაზობს თავად შეიმუშაონ კონკრეტულ დასახლებაში არსებული პრობლემის გადაჭრის გზები და რიგი პროცედურების გავლის შედეგად განსაზღვრონ პრიორიტეტული პროექტები.

მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ურთიერთთანამშრომლობა პრიორიტეტების განსაზღვრის საქმეში, უზრუნველყოფილია მოსახლეობის ჩართულობა საბიუჯეტო პროცესში და ქ. ხონში გაუმჯობესებულია ინფრასტრუქტურა.

2026 წელს გამოყოფილი თანხა 200,0 ათასი ლარ