პრიორიტეტი:  ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული  კოდი 07 00)

მუნიციპალიტეტში ეკონომიკური განვითარების მიზნით დასახული აქვს სხვადასხვა აქტივობებისა და  ღონისძიებების  განხორციელება. რომელშიც მოიაზრება: მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების, საინვესტიციო პროექტების მომზადება. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა,  საქართველოში გასამართ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობა, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით, ინვესტიციების დაგეგმვა, ინვესტორებთან თანამშრომლობა, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე.  ტურიზმის განვითარების მიზნით ღონისძიებების ორგანიზება,  ადგილობრივი ტურისტული ლოკაციების პოპულარიზაცია და ტურისტთა რაოდენობის ზრდას. მუნიციპალური ქონების აღრიცხვა და დაცვა.

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

07 00

ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა

70.0

07 01

თვითმმართველობის ქონების დაცვა  რეგისტრაცია და შეფასება

40.0

07 02

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობ

30.0

07 03

მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება

-

ქვეპროგრამა: თვითმმართველობის ქონების დაცვა,  რეგისტრაცია და შეფასება (პროგრამული კოდი 07 01)

ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და ბალანსზე აყვანა, საჭიროებს  ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკადასტრო დაგეგმვითი/აზომვითი ნახაზების დამზადება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრაციას, სერთიფიცირებული აუდიტორის ექსპერტიზის ორგანიზება,  პრივატიზების გეგმის შესაბამისად მუნიციპალური ქონების განკარგვა და ელექტრონული აუქციონის ორგანიზება.

ქვეპროგრამა: ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული  კოდი 07 02)

ღონისძიებები ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტურისტული ლოკაციების პოპულარიზაცია რაც გამოიწვევს ტურისტთა რაოდენობის ზრდა. დაიგეგმება მედია და გიდების ტურები, მოეწყობა "საოჯახო ფესტივალი",  ეთნოგრაფიული გამოფენები, მოხდება ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მოეწყობა ღია ბაზრობები სადღესასწაულო დღეებშ