პრიორიტეტი   განათლება  (პროგრამული კოდი 04 00)

განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4 108.0 ათასი ლარი.

განათლება და განათლებული მომავალი თაობის აღზრდა მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია, აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის გაზრდა,  რათა მყარი საფუძველი ჩაეყაროს სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების ხარისხიან და ეფექტურ მომზადებას სასკოლო განათლების მისაღებად. პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო ბაღების გაერთიანება პროგრამის განხორციელება და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

04 00

განათლება

4,108.0

04 01

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

3,350.0

04 02

განათლებისა და  სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა და სხვა მიმდინარე ღონისძიებები

-

04 03

არაფორმალური   განათლება

758.0

04 03 01

მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა

350.0

04 03 02

კომპიუტერისა და ინგლისური ენის შესწავლის ხელშეწყობა

143.0

04 03 03

ტექნიკური შემოქმედებითი განათლების ხელშეწყობა

265.0

პროგრამა: სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება.

პროგრამა    (პროგრამული კოდი 04 01)

ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითდ პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 20 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 500-მდე ბავშვი. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 270-მდე პერსონალი, ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში  მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი  სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და აღჭურვა სათანადო ინვენტარით.  2026 წლის ბიუჯეტით დაფინანსება შეადგენს 3350.0 ათას ლარს.

პროგრამა:  არაფორმალური განათლება  (პროგრამული  კოდი 04 03)

პროგრამა მოიცავს მრავალპროფილიან საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს, რომლებიც თავისი სტრუქტურით მრავალი მიმართულებით ემსახურება 6 წლიდან ბავშვებს,  მოზარდებსა და ახალგაზრდებს.  დაწესებულებებში სასწავლო- აღმზრდელობითი სამუშაოების ძირითად ფორმას წარმოადგენს  საწრეო, სტუდიური და საკლუბო სამუშაოები სადაც ძირითადად ხორციელდება არაფორმალური განათლების მიღება,  რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას არაფორმალურ, ბუნებრივ გარემოში, სადაც ბავშვებს უქმნიან მოტივაციას, იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით.

ქვეპროგრამა (პროგრამული  კოდი 04 03 01)

ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს:  ა(ა)იპ ვეტა ჩხენკელის სახელობის ხონის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი, რომლის ბაზაზე ფუნქციონირებს სამუსიკო, ვოკალური და ქორეოგრაფიული სტუდიები, 8 წრე და 3 კლუბი, მათ შორის: ქართული ხალხური სიმღერებისა და საკრავთა,  მხატვრული კითხვისა და ლიტერატურული დაოსტატების, ქართული ენის  გრამატიკისა და ლიტერატურის, სამართალმცოდნეობის, გიტარის შემსწავლელი და მხატვრული ტანვარჯიშის  წრეები. ფოტო-კინო ხელოვნების, შემეცნებითი და ინტელექტუალური თამაშების, მხარედმცოდნეობისა და ტურიზმის კლუბები. თოჯინებისა და ლიტერატურული თეატრები.  ცენტრი წლის განმავლობაში ემსახურება 500 ზე მეტ ბენეფიციარს.  2026  წლის ბიუჯეტით ცენტრს გამოეყოფა 350,0 ათასი ლარი.

ქვეპროგრამა (პროგრამული  კოდი 04 03 02)

ა(ა)იპხონის მუნიციპალიტეტის   ინფორმატიკის სასწავლო ცენტრი აერთიანებს 2 წრის მიმართულებას, მოსწავლე ახალგაზრდობაში ინგლისური ენისა და კომპიუტერის შესწავლა. სწავლება მიმდინარეოს უფასოდ, მშობლის განცხადების საფუძველზე. დაკომპლექტებულია ძირითადად სოციალურად დაუცველი ბავშვებით. თითოეულ ჯგუფში ირიცხება 6-8 მოსწავლე. სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა კომპიუტერის  შემსწავლელ კურსის  3 თვე, ინგლისურის კურსის 1 წელი. გაკვეთილის ხანგრძლივობა ერთი საათი. ჯგუფები  კომპლექტდება ტესტირების საფუძველზე. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ საგამოცდო კომისიის მიერ ტარდება გამოცდა და მოსწავლეებს გადაეცემა სერთიფიკატი.  ჩარიცხული მოსწავლეთა რაოდენობა სასწავლო წლისთვის დაახლოებით  შეადგენს   75 მოსწავლეს.

პროგრამის მიზანია:  ხელი შეუწყოს მოზარდებში კომპიუტერული უნარ-ჩვევების და ინგლისური ენის შესწავლას, მეტი მოზარდის ჩართვას კომპიუტერული უნარ-ჩვევების და ინგლისური ენის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

2026  წლის ბიუჯეტით ინფორმატიკის სასწავლო ცენტრს გამოეყოფა 143,0 ათასი ლარი

ქვეპროგრამა (პროგრამული  კოდი 04 03 03)

ა(ა)იპ ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლიც ასევე    წარმოადგენს  სკოლისგარეშე სასწავლო–საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც გაერთიანებულია შემდეგი წრეები: ტექნიკური მოდელირების, ახალგაზრდა გამომგონებლების, ქიმია-ლაბორატორიის, ნორჩ ეკოლოგთა, ქიმიური მეწარმეობის საფუძვლების, ფიზიკის, მათემატიკის, ზოგადი უნარების, ინფოტმატიკისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერული მოდელირების, თანამედროვე ტექნიოლოგიების, მაკეტირება და ხაზვის, გამოყენებითი ხელოვნების, დიზაინის,  ქსოვის, დაწყებითი ტექნიკური მოდელირების, რელიგია და კულტურის, ფოლკლორის, მხატვრული კითხვის, ინგლისური ენის, ლიტერატურული სალონის,  რადიოტექნოლოგია და ვიდეოკომუნიკაციის,  დებატ კლუბის"თაობათა ცვლა"-ს, აქტიური მოქალაქეების კლუბის, ვაჟთა ვოკალური ჯგუფის, ფოტომოყვარულთა ჯგუფის.

ა(ა)იპ ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობას განუვითაროს ინტერესი საწარმოო    საქმიანობის და გამომგონებლობისადმი, ჩამოუყალიბოს ტექნიკურ-შემოქმედებითი აზროვნება,  განუმტკიცოს საჯარო სკოლაში მიღებული ცოდნა და დახმარება გაუწიოს საშუალო საფეხურის მოსწავლეებს   დამატებითი საბაზისო ცოდნის მიღებაში, გამოუმუშაოს მაღალი ესთეტიკური კულტურა, ხელი შეუწყოს მათ მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციას, ასევე   დიდი ყურადღება მიაქციოს ახალგაზრდა გამომგონებელთა ჯგუფის წარმატებულ საქმიანობას. 2026  წლის ბიუჯეტით ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლს გამოეყოფა 265.0 ათასი ლარ