პრიორიტეტი დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00).
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1980,0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
03 00
დასუფთავება და გარემოს დაცვა
2,030.0
03 01
დასუფთავება, ნარჩენების გატანა და სხვა კომუნალური მომსახურება
1,570.0
03 02
სასაფლაოების მოვლა პატრონობა
280.0
03 03
დასუფთავების სერვისების გაუმჯობესება და მოდერნიზაცია
100.0
03 04
ადმინისტრაციული შენობების მოვლა დასუფთავება
80.0
პროგრამა: დასუფთავება, ნარჩენების გატანა და სხვა კომუნალური მომსახურება (პროგრამული კოდი 03 01)
ხონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიბების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. დასუფთავების ღონისძიბებთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯები ძირითდად გაიწევა მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსავლებიდან.
ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ - ხონის მუნიციპალიტეტის კომუნალური სერვის ცენტრი განხორციელებს ქალაქისა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნარჩენების მოგროვებასა და გატანას, რომელსაც ემსახურება 3 ერთეული ავტომობილი. სამუშაოები ხორციელდება მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: გორდი, კინჩხა, ხიდი, მათხოჯი, ნახახულევი, კონტუათი, გუბი, კუხი, ახალშენი, ნამაშევი, ივანდიდი, ქუტირი. შეგროვებული ნარჩენები გადის სამტრედიის ნაგავსაყრელზე.
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად გადის სულ მცირე 20 მ/კუბ ნარჩენი რაზეც ყოველდღიურად მუშაობს 2 ნაგავმზიდი ავტომობილი.
დასუფთავების სამსახური უზრუნველყოფს ქალაქის ცენტრალური ნაწილის დაგვა დასუფთავებასა და ყოველდღიურად დამატებით ნარჩენების გატანას.
ქვეპროგრამიდან ასევე ფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, ახალი ნარგავების დარგვა. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხორციელდება მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა, გარე განათების ქსელის ტექნიკური მომსახურება (ნათურების შეძენა და შეცვლა) აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში სუფთა და ლამაზი გარემოს შექმნას.
პროგრამა: სასაფლაოების მოვლა პატრონობა (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქის 128481კვ/მეტრის სასაფლაოს მოვლა-პატრონობა. კერძოდ: პირველი უბნის ,მე-3 უბნის (ძველი) ,მე-3 უბნის (ახალი) , ვ. ბახტაძის ქუჩაზე მდებარე, ქარჩხაბის ძველი და ახალი ,მე-4 უბნის,ზ.კაკაბაძის ქუჩაზე მდებარე ქალაქის სასაფლაოები და სოფელ საწულუკიძეოს სასაფლაო 12126კვ/მეტრი. ამ სასაფლაოების მთლიანი ფართობი შეადგენს 140607კვ/მ.
ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ ხონის სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური უზრუნველყოფს:
სასაფლაოების ღობის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება და შეღებვას;
სასაფლაოების გაცელვით და შეწამვლით სამუშაოების შესრულებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება - სასაფლაოებიდან ნაჩენების გატანა, აღდგომის დრესასწაულთან დაკავშირებით ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოებზე ქვიშის შეტანა, გამხმარი და დაზიანებული ხეების მოჭრა-დამუშავება. პქვეპროგრამის მოსალოდნელი შედეგია მოვლილი სასაფლაობი.
პროგრამა: ადმინისტრაციული შენობების მოვლა-დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 04)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების მოვლა-დასუფთავება, ელექტრო სისტემებისა და სანტექნიკის შესაკეთებელი სამუშაოებ