პრიორიტეტი კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)

მუნიციპალიტეტის  ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების  პარალელურად აუცილებელია  ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა  და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს  კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული  სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება.

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2889.0ათასი ლარით.

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

05 00

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი

2,889.0

05 01

სპორტის სფეროს განვითარება

665.0

05 01 02

სპორტული დაწესებულების ხელშეწყობა

600.0

05 01 04

სპორტული ღონისძიებები

65.0

05 02

კულტურისა და ხელოვნების სფეროს განვითარება

1,534.0

05 02 01

სამხატვრო სკოლის ხელშეწყობა

131.0

05 02 02

მუზეუმის ხელშეწყობის პროგრამა

145.0

05 02 03

ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელშეწყობა

278.0

05 02 04

სამუსიკო სკოლის ხელშეწყობა

480.0

05 02 05

თეატრის განვითარების ხელშეწყობა

500.0

05 03

საინფორმაციო უზრუნველყოფის მხარდაჭერა

70.0

05 04

ახალგაზრდობის მხარდაჭერა

70.0

05 05

კულტურის ღონისძიებები

400.0

05 06

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

150.0

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

ქვეპროგრამა: სპორტული დაწესებულების ხელშეწყობა (პროგრამული  კოდი 05 01 02

ქვეპროგრამა აერთიანებს 10 სპორტულ მიმართელებას, ესენია: ფეხბურთი (70 ბავშვი); თვისუფალი ჭიდაობა (78 ბავშვი); რაგბი (18 ბავშვი) კალათბურთი (45 ბავშვი)  კიო-კუშინ კარატე (10 ბავშვი) კარატე (40 ბავშვი) კრივი (12 ბავშვი)  მძლეოსნობა (45 ბავშვი),  ჭადრაკი (12 ბავშვი); ძალოსნობა (15 ბავშვი)  გოგონათა ფეხბურთი (14 ბავშვი).  სულ ცენტრში სპორტის სხვადასხვა სახეობებს ეუფლება 360-ზე მეტი ბავშვი, სასპორტო სკოლის აღსაზრდელები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებეში და ტურნირებში.

ქვეპროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში, რათა ნაკლები დრო დარჩეთ ქუჩისათვის;
მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.

ქვეპროგრამა: სპორტული ღონისძიებები (პროგრამული  კოდი 05 01 04)

ქვეპროგრამით ხორციელდება ისეთი სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, როგორიცაა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, სპორტი ბარიერების გარეშე, საფეხბურთო ჩემპიონატები, როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს შორის, გამოჩენილი სპორტსმენების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირები კალათბურთსა და ფეხბურთში,  ქალთა დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები,   მუნიციპალური პირველობა ნარდსა და შაშში,  სასკოლო ჩემპიონატები სპორტის სხვადასხვა სახეობაში,  წარმატებულ სპორტსმენების, წარმატებული მწვრთნელების და ღვაწლმოსილი სპორტსმნების დაჯლდოება,  საერთაშორისო ტურნირებზე ხონელი სპორტსმენების დაფინანსება,პროგრამა: კულტურისა და ხელოვნების სფეროს განვითარება (პროგრამული  კოდი 05  02)

პროგრამა გულისხმობს ხონის მუნიციპალიტეტში კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალი თაობის შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლებას.

მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების სფეროს განვითარების  პროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა და ჩართულობის გაზრდა

ქვეპროგრამა:  სამხატვრო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული  კოდი 05 02 01)

ა(ა)იპ ხონის სამხატვრო სკოლა ახორციელებს სახელოვნებო სამხატვრო პროგრამას დაწყებითი  სამხატვრო განათლების ფარგლებში .მოსწავლეები შეისწავლიან :ხატვას ,ფერწერას,კომპოზიციას, ძერწვას, კერამიკის და ხელოვნების ისტორიის საფუძვლებს. მოსწავლეები სკოლის სრული პროგრამის გავლის შემდეგ, მზად არიან სწავლა გააგრძელონ შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებში. მონაწილეობენ ადგილობრივ რეგიონულ და რესპუბლიკურ გამოფენებზე. სწავლის პროცეს უძღვება 7 პედაგოგი, სწავლის ხანგძლივობა 6 წელია,სკოლაში სწავლობს 70-ზე მეტი მოსწავლე.  2026 წლისათვის დაფინანსება შეადგენს 131,0 ათას ლარს.

ქვეპროგრამა:  მუზეუმის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02)

ა(ა)იპ ხონის ისტორიული მუზეუმი აერთიანებს მხარის ისტორიის, პოლიკარპე კაკაბაძს ,ირ.აბაშიძისა და საბრძოლო დიდების განყოფილებებს,   სულ 22700 მეტი ექსპონატით. ქვეპროგრამის მიზანია გააცნოს ვიზიტორებს კუთხის ისტორია, ცნობილ მოღვაწეთა ცხოვრება და მოღვაწეობა, ახალგაზრდობას ჩაუნერგოს ქვეყნის სიყვარული. წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 2000-ს. დაფინანსება  2026 წლისთვის შეადგენს 145.0 ათასი ლარი.

ქვეპროგრამა:  ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული  კოდი 05 02 03)

ა(ა)იპ ხონის მთავარი ბიბლიოთეკაში შედის ერთი მთავარი და 15 სასოფლო ბიბლიოთეკა. სასოფლო ბიბლიოთეკები: მათხოჯის ბიბლიოთეკა,  გუბის ბიბლიოთეკა,  ქუტირის  ბიბლიოთეკა, ახალბედისეულის ბიბლიოთეკა,  ივანდიდის ბიბლიოთეკა,. ნახახულევის ბიბლიოთეკა, დედალაურის ბიბლიოთეკა, გოჩა-ჯიხაიშის ბიბლიოთეკა, გელავერის ბიბლიოთეკა, გორდის ბიბლიოთეკა, კინჩხის ბიბლიოთეკა,  კუხის ბიბლიოთეკა, სუხჩის ბიბლიოთეკა,  ძეძილეთის ბიბლიოთეკა,  ღვედის ბიბლიოთეკა,  წიგნადი ფონდი სოფლების ბიბლიოთეკებში შეადგენს 60000-მდე წიგნს და ჟურნალს.  ბიბლიოთეკები  ემსახურება ყველა ასაკის მკითხველს, წლის განმავლობაში სასოფლო ბიბლიოთეკარებს უტარდებათ ტრენინგ-სემინარი. წიგნით საზოგადოებრივი სარგებლობის უზრუნველყოფას და ყველა თაობის განათლებას ემსახურება ბიბლიოთეკაში ჩატარებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები: წიგნის პრეზენტაცია და რეკლამა, პოეზიის საღამოები, ლიტერატურული კომპოზიციები, შემეცნებითი შეხვედრები სკოლებთან ერთად, კინოს ჩვენებები, წიგნის დღე, ზღაპრის დღე, ღია კარის დღე ბაღებისა და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და სხვა. 2026 წლისათვის გამოყოფილი დაფინანსება-  278,0 ათასი ლარი.

ქვეპროგრამა:  სამუსიკო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული  კოდი 05 02 04)

ქვეპროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, აღიზარდოს რაც შეიძლება მეტი კულტურული მსმენელი პროპაგანდა გაუწიოს კლასიკურ მუსიკას,მუნიციპალიტეტის წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით. ა(ა)იპ ხონის სამუსიკო სკოლა აერთიანებს 2 განყოფილებას: საფორტეპიანო და საორკესტრო.  სამუსიკო სკოლაში სწავლობს 270-ზე მეტი ბავშვი აქედან,  საფორტეპიანოზე- 245-მდე ბავშვი და  საორკესტროზე-28 ბავშვი. სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები სისტემატიურად მეცადინეობენ მათთვის განსაზღვრულ დღეებში, მონაწილეობას ღებულობენ სასკოლო და სარაიონო ღონისძიებებსა და კონკურსებში.  2026 წლისათვის გამოყოფილი დაფინანსება-  480,0 ათასი ლარი.

ქვეპროგრამა: თეატრის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული  კოდი 05 02 05)

ა(ა)იპ ხონის კულტურის ცენტრში  გარდა სახალხო თეატრისა გაერთიანებულია შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: სოფელ მათხოჯის კულტურის სახლი, სოფ.კუხის კლუბი, სოფ. დედალაურის  კლუბი, სოფ. კონტუათის კლუბი, სოფ. პატარა ჯიხაიშის კლუბი, სოფ. გოჩა ჯიხაიშის კლუბი. ცენტრში ფუნქიონირებს სასულე ორკესტრი, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი, ვოკალური ანსამბლი "პრესტო", იომორისტული ჯგუფი "იპოლიტელები",  ლიტერატურული სალონი,  ბავშვთა ლიტერატურული წრე, სახალხო თეატრი, ბავშვთა ნიღბების თეატრი,  თოჯინების თეატრი. 2026 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა შეადგენს 480,0 ათას ლარს.

ცენტრის ძირითადი მიზანია კულტურული და შემოქმედებითი მუშაობა, მუნიციპალიტეტის თეატრალური და კულტურული  ტრადიციების აღდგენა ,  გაცვლითი პროგრამები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის,  მოსწავლეთა ურთიერთდაახლოვება,  ხელოვნებისადმი მიდრეკილების გაღვივება,  ბავშვთა ესთეტიკური აღზრდა,  ადგილობრივ შემოქმედთა შემოქმედების პოპულარიზაცია,    ფოლკლორით დაინტერესება.

პროგრამა: საინფორმაციო უზრუნველყოფის მხარდაჭერა (პროგრამული  კოდი 05  03)

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გაზეთი ,,ხონი“-ს გამოშვება თვეში ორჯერ. თითოეული გამოშვების ტირაჟი შეადგენს 500 ცალს.

პროგრამა:  ახალგაზრდობის მხარდაჭერა (პროგრამული  კოდი 05  04)

პროგრამა ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული გარემოს შექმნას ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით; ახალგაზრდების მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში; ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიწოდებას, რაც გულისხმობს ახალგაზრდებში იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობისათვის და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისათვის;  სპორტული ცხოვრების გააქტიურებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; ახალგაზრდების ფიზიკური გაჯანსაღებისა და  განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტის/პროგრამის შემუშავებასა და მათ რეალიზებას; ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, წინადადებების მომზადებას, ახალგაზრდული სივრცეების რეაბილიტაციის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობას, წახალისებასა და დაჯილდოებას.

პროგრამა:  კულტურის ღონისძიებები (პროგრამული  კოდი 05  05)

პროგრამა ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში ტრადიციად ქცეულ სახალხო- სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებას. ღონისძიება,რომელიც მრავალი ათეული წლის უკან  იღებს  სათავეს, ხონში მცხოვრები ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანზე და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაზეა გათვლილი და მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული კულტურის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ასევე ფესტივალების,ლიტერატურულ - შემოქმედებითი საღამოების, საიუბილეო საღამოების ორგანიზებას,კულტურის  სფეროში  მოღვაწე  ღვაწლმოსილ და წარმატებულ ადამიანებთან  შეხვედრებს,მათ დაჯილდოება - წახალისებას: სამსახური გეგმავს და ახორციელებს კულტურულ ღონისძიებებს,ახდენს მოქალაქეების ინფორმირებას და უზრუნველყოფს ღონისძიებებში მათ ჩართულობას.ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან, შ.შ,მ. პირებთან, მრავალშვილიან ოჯახებთან შეხვედრას და მათი  აქტიური ჩართულობის ორგანიზებას სამსახურის  მიერ  დაგეგმილ  ღონისძიებებში,რაც მიზნად ისახავს მათი გარემოსთან ინტეგრაციას; საახალწლო,საშობაო და სააღდგომო დღეებთან დაკავშირებით სოციალურად შეჭირვებული ოჯახების სასურსათო ნობათით დახმარებს;კულტურული  პროექტების  თანადაფინანსებას; კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული  შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების წახალისებას;  კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას; გამოჩენილ მომღერლებთან ,პოეტებთან, მწერლებთან, შემოქმედებით ჯგუფებთან  შეხვედრების  ორგანიზებას; ქვეპროგრამა ითვალისწინებს საერთაშორისო და რეგიონულ ფესტივალებში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების აქტიურ  ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენას. პერიოდულად ტარდება ხონის სახელოვნებო საერთაშორისო  არტ რეზიდენცია, სადაც ადგილობრივ მხატვრებთან ერთად მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანები, რომლებიც ეცნობიან ჩვენი ქალაქის კულტურას,ისტორიას,ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს და მრავალფეროვანს ხდის ღონისძიებას.ყოველივე ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხონის მუნიციპალიტეტში უცხოელი ტურისტების მოზიდვას და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციუალის გაზრდას. პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის გამართვას, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ტრადიციული გალობის განვითარებას, წარმოჩენასა და პოპულარიზაციას, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, ტრანსპორტით უზრუნველყოფას.

პროგრამის მიზანია კულტურული ღონისძიებები მეტად იყოს წარმოდგენილი სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებით - თეატრალური, სამუსიკო, სახვითი, ტრადიციული და სხვ. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხონის მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს განვითარებას, რაც, თავის მხრივ,  უზრუნველყოფს ქვეპროგრამის  ფარგლებში   სხვადასხვა  სახის  ღონისძიების განხორციელებას.

პროგრამა:  რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05  06)

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, გამოყოფილი თანხას რელიგიურ ორგანიზაციები მიიღებენ სუბსიდიით. თანხა ძირითადად მოხმარდება ცალკეულ ტაძრებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებ