ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2370.0 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათასი ლარი

კოდი

პროგრამის დასახელება

წყლის სისტემების განვითარება

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 02

320.0

პროგრამის განმახორცილებელი სამსახური

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, არქიტექტურისა დასივრცითი მოწყობის სამსახური

პროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასმელი წყლის უწყვეტი მომარაგება მუნიციპალიტეტისს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოფელწლიურად ფინანსდება წყლის სისტემების განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც წყალმომარაგების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. წყლის სისტემების განვითარების პროგრამა შედგება 2 ქვეპროგრამისაგან:

- წყლის სისტემის მშენებლობა რეაბილიტაცია;

- წყლის სისტემის მოვლა-პატრონობა;

წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის ქვეპროგრამა ივალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის; წყლის სათავე ნაგებობების წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში ასევე ხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამა  უმეტესწილად ფანანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერით.

წყლის სიტემის მოვლა-პატრონობის ქვეპროგრამა ითვალისწინებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი დანიშნულების წყალმომარაგების ქსელის გამართულ და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, სოფლებში გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული დაზიანებების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ანაზღაურდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯები.

გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით და წლის განმავლობაში ჩატარებული ტენდერებით წარმოქმნილი ეკონომიებით შესაძლებელია განხორციელდეს სხვა პროექტებიც. პროექტების შერჩევა განხორციელდება  მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმნილი გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში მოქმედებს სასმელი წყლის მიწოდების 24 საათიანი გრაფიკი;

მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნია შეუფერხებელი წვდომა სასმელ წყალზე;

წყლის სისტემის ექსპლოატაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილია დროულად.

კოდი

პროგრამის დასახელება

წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 02 02

70.0

პროგრამის განმახორცილებელი სამსახური

ა(ა) იპ ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრი“

პროგრამის აღწერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის სოფელში ადგილობრივი დანიშნულების წყალმომარაგების ქსელის გამართულ და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, სოფლებში გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული დაზიანებული ადგილების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას, რაც მიზნად ისახავს სოფლის მოსახლეობის, ასევე მოაგარაკეებისა და ტურისტებისთვის უწყვეტ რეჟიმში სასმელი წყლით მომარაგებას.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გამართული ქსელის შენარჩუნება და მოსახლეობის უზრუნველყოფა სასმელი წყლით.

კოდი

პროგრამის დასახელება

გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 03 01

800.0

პროგრამის განმახორცილებელი სამსახური

ა(ა) იპ ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრი“

პროგრამის აღწერა

დღეის  მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. დედოფლისწყაროში და 13 სოფელში. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 4070 სანათი წერტილის მოვლა-პატრონობა.

გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ხმარდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული განათების წერტილების 4070 სანათი წერტილის  მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას.

გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობის ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირებისათვის ხორციელდება  მისი პერიოდული შეკეთება, რომელიც მოიცავს:

- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების გამოცვლას;

- ამორტიზებული და დაზიანებული განათების ბოძების შეკეთება, ახლით ჩანაცვლებას;

- დაზიანებული სადენების აღდგენა, შეკეთებას;

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ღამის საათებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა;

გარე განათების ქსელის ფუნქციონირების მიზნით მუნიციპალურ ბალანსზე არსებული განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება;

მთელი წლის მანძილზე გარე განათების სისტემის გამართული ფუნქციონირება;

პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხების დროული აღმოფხვრა;

მუნიციპალიტეტსი გარე განათების ქსელით მოცულია დასახლებული ტერიტორიის 100