განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4200.0 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
კოდი
დასახელება
2026 წლის პროექტი
04 00
განათლება
4200.0
04 01 01
სკოლამდელი განათლება
4200.0
04 02
ზოგადი განათლება
0.0
04 01 02
სკოლამდელი განათლება (არაფინანსური აქტივი)
0.0
კოდი
პროგრამის დასახელება
სკოლამდელი განათლება
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
04 01
4200.0
პროგრამის განმახორცილებელი სამსახური
ა(ა) იპ ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრი
პროგრამის აღწერა
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით, ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეულ და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნუციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 18 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესსგადის 700-მდე ბავშვი. მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვების მიღებას და შესაბამისი სააღმზრდელო პროცესის წარმართვას.
ბაგა-ბაღში ჯამში დასაქმებულია 252 აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი, სააღმზრდელოს ადმინისტრაციაში - 17.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 2-დან 6 წლამდე ყველა ბავშვის უზრუნველყოფა საბავშვო ბაღის მომსახურებით, შესაბამის სააღმზრდელო პროცესით. სკოლის ასაკს მიღწეული ბავშვების მზაობა საშუალო განათლების მიღებისათვის.
პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფა შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწსესბულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმებ