ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1602.4 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
დასახელება
2026 წლის პროექტი
06 00
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
1602.4
06 01
ჯანდაცვის პროგრამები
196.4
06 02
სოციალური პროგრამები
1406.0
06 02 01
მოსახლეობის სოციალური დახმარება
1025.0
06 02 02
უფასო სასადილოები
380.0
06 02 03
ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები
1.0
კოდი
პროგრამის დასახელება
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 01
196.4
პროგრამის განმახორცილებელი სამსახური
ა(ა) იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი
პროგრამის აღწერა
თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის:
ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექსიისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება;
გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი;
ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნულიკალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;
ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშწყობა;
თ) ,,ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
პროგრამის ფარგლებში დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრი ძირითადად ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
1. ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლი)
2. იმუნიზაცია.
3. ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა
4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა.
5. ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინაცია ცენტრალური სტრუქტურებთან.
6. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ჯგუფების გამოვლენა და აღრიცხვა.
რანდომიზებული კვლევის (თამბაქოს კონტროლი) განხორციელება მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კონტექსტის შესასწავლად.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანია: მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება;
მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციებში ლოკალიზება
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 01
1025.0
ქვეპროგრამის განმახორცილებელი სამსახური
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. კერძოდ;
- დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერად დახმარებას;
- სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და თანადაფინანსებას;
- ჰემოდიალეზზე მყოფი მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯებით უზრუნველყოფას;
- სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დაფარვას, გათბობის ხარჯით უზრუნველყოფას;
- უსახლკარო იჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა;
- აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა ოჯახების ერთჯერად დახმარებას, რომელიც მიმართულია მათი სამედიცინო საჭიროებისათვის.
- სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას;
- პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
უსახლკარო ოჯახების გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა, მათი სტიმულირება და მატერიალური თანადგომა;
მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური წახალისება მათი რაოდენობის გაზრდის მიზნით. გაუმჯობესებული დემოგრაფიული მდგომარეობა.
ბენეფიციარის დახმარება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის;
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კომუნალური გადასახადებზე შეღავათების უზრუნველყოფით მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ა(ა) იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ,,დედოფლისწყაროს სათნოების სახლი“
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 02
380.0
ქვეპროგრამის განმახორცილებელი სამსახური
ა(ა) იპ ,,დედოფლისწყაროს სათნოების სახლი“
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფას. ქვეპროგრამის ბენეფიციარები წარმოადგენენ ქალაქ დედოფლისწყაროს, სოფელ სამრეკლოს და სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას. ქვეპროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 210 ადამიანს, რომლებიც სარგებლობენ უფასო კვებით დღეში ერთხელ, კვირაში 6 დღის განმავლობაში.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მარტოხელა პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაცული იქნან ყოველდღიური გაჭირვებისაგან.
მუნიციპალიტეტში მცხოვრები, პროგრამით განსაზღვრული ყველა ბენეფიციარი უზრუნველყოფილი იქნება უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით.
ყოფითი პირობების გუმჯობესება.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 03
1.0
ქვეპროგრამის განმახორცილებელი სამსახური
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფინანსებას.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
გარდაცვლილი ომის ვეტერანის პატივის მიგება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებე