დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3155.0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათასი ლარი

დასახელება

2026 წლის პროექტი

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

3155.0

03 01

დასუფთავება და  ნარჩენების გატანა

3120.0

03 02

მწვანე ნარგავების მოვლა პატრონობა, განვითარება

35.0

კოდი

პროგრამის დასახელება

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

03 01

3120.0

პროგრამის განმახორცილებელი სამსახური

ა(ა) იპ ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრი“

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში ა(ა) იპ ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრი“ ახორციელებს ქალაქსა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნარჩენების მოგროვებას და გატანას, რომელსაც ემსახურება 6 ერთეული ნაგვის გამტანი ავტომანქანა და 4 ერთეული თვითმცლელი. ნარჩენების გატანა ( კონტეინერების დაცლა) ხორციელდება ქალაქ დედოფლისწყაროდან და მუნიციპალიტეტის 13 სოფლიდან. შეგროვებული ნარჩენები გადის დედოფლისწყაროს ნაგავსაყრელზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯამში განთავსებული კონტეინერების რაოდენობა შეადგენს 814 ერთეულს, მათ შორის 380 განთავსებულია ქ. დედოფლისწყაროში და 434 მუნიციპალიტეტის სოფლებში.

პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველედღიურად გადის  დაახლოებით 60-70 მ/კუბ ნარჩენი, ზაფხულის სეზონზე საგრძნობლად იზრდება გატანილი ნარჩენის მოცულობა.

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება 241 628 მ2  ქუჩების, 10 748 მ2 ტროტუარების და 29 830 მ2  სკვერების დასუფთავება.

პროგრამიდან ფინანსდება ქალაქის სასაფლაოს მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრაციული შენობისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა და სხვა სამუშაოების შესრულება.

პროგრამისათვის გამოყოფილ ასიგნებები ასევე მოიცავს ა(ა) იპ ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრი“-ს ადმინისტრაციულ ხარჯებს, მათ შორის ხელშეკრულებით აყვანილ პერსონალის (მეეზოვეები, მძღოლები, ზედამხედველები და სხვა) ხელფასებს.

პროგრამის ფარგლებში ქ. დედოფლისწყაროში, მიმდებარე სოფლებში (სამრეკლო, ხორნაბუჯი) ხორციელდება ქუჩებისა და ტროტუარების დასუფთავება, მერიის საკუთრებაში ადმინისტრაციული შენობების  დასუფთავება.

პროგრამის ფარგლებში სუფთავდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი გზები და კიუვეტები.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ხდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიიდან.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი სუფთა გარემოს არსებობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიღწეული იქნება სისუფთავის და სანიტარული მდგომარეობის მაღალი დონე. მთელი წლის მანძილზე შეუფერხებლად განხორციელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასუფთავება და ქალაქიდან ნარჩენების გატანა.

კოდი

პროგრამის დასახელება

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

03 02

35.0

პროგრამის განმახორცილებელი სამსახური

ა(ა) იპ ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრი“

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკებისა და სკვერების  მოვლა-პატრონობა, კერძოდ, სკვერებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ტარდება მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები, ნარგავების დარგვა, მორწყვა, შეწამვლა და საჭიროების შემთხვევაში შხამქიმიკატების შეტანა.

პროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება საშტატო ერთეულების ხელფასების დაფინანსება.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაირგვება ნარგავები; მოხდება მათი მორწყვა, შხამქიმიკატების შეტანა და ნიადაგის გაფხვიერება. განხორციელდება ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და გზის ნაპირის გაცელვითი სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე არსებულ სკვერებში და პარკებში მოსახლეობისათვის სასიამოვნო, ჯანსაღი გარემოს შექმნ