კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2346.0 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათასი ლარი

დასახელება

2026 წლის პროექტი

05 00

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი

2346.0

05 01

სპორტის განვითარების ხელშეწყობა

720.0

05 01 01

სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა

720.0

05 01 01 02

სპორტული დარბაზების/მოედნების მშენებლობა, რეაბილიტაცია

200.0

05 01 01 03

სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა

520.0

05 02

კულტურის განვითარების ხელშეწყობა

1406.0

05 02 01

კულტურის სფეროს ორგანიზაციების ხლშეწყობა

1406.0

05 02 01 08

კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ხელშეწყობა

162.0

05 02 01 09

კულტურის სახლების ხელშეწყობა

380.0

05 02 01 10

ბიბლიოთეკების ხელშეწყობა

116.0

05 02 01 11

მუზეუმების ხელშეწყობა

76.0

05 02 01 12

ძეგლთა დაცვის ხელშეწყობა

12.0

05 02 01 06

ხელოვნების სკოლის ხელშეწყობა

320.0

05 02 01 07

ჰ. გონაშვილის ქართული გალობისა და სიმღერის სკოლის ხელშეწყობა

140.0

05 02 01 13

კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა

200.0

05 05

ახალგაზრდობის მხარდაჭერა

100.0

05 04

პრესის მომსახურება (საზოგადოების ინფორმირებულობა)

120.0

კოდი

პროგრამის დასახელება

სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

05 01 01 03

520.0

ქვეპროგრამის განმახორცილებელი

ა(ა) იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის  ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა

ა(ა) იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის  ცენტში შედის 48 თანამშრომელი, რომლის სახელფასო ფონდი შეადგენს 244200 ლარს, კომუნალური ხარჯი -10000 ლარი, საქონელი და მომსახურება - 90800 ლარი. მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათ ჩართვას სხვადასხვა სპორტულ სახეობებში.ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა ასიგნებები სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამისთვის. ცენტრი უზრუნველყოფს სპორტული წრეების მუშაობას, 13 სპორტის სახეობის მიმართულებით, 15 სპორტულ ობიექტზე 20 მწვრთნელის მეშვეობით ვარჯიშობს 536 სპორტსმენი, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 8-დან 20 წლამდე 500-მდე მოზარდს. სპორტული წრეები შემდეგი მიმართულებით ფუნქციონირებს: ფუხბურთი 5 წრე -115 სპორტსმენი, ჭიდაობა ძიუდო - 2 წრე - 78 სპორტსმენი, თავისუფალი ჭიდაობა - 1წრე - 30 სპორტსმენი. ქართული ჭიდაობა 2- წრე- 42 სპორტსმენი. კიკბოქსინგი -1 წრე - 60 სპორტსმენი. უშუ სანდა - 1 წრე- 20 სპორტსმენი, ძალისმიერი სპორტი - 1 წრე - 20 სპორტსმენი, ფრენბურთი 1 წრე- 30 სპორტსმენი, კალათბურთი - 2 წრე - 35 სპორტსმენი, მკლავჭიდი - 1წრე - 30 სპორტსმენი, რაგბი - 1 წრე - 40 ბავშვი, მაგიდის ჩოგბურთი - 1 წრე - 20 ბავშვი, აგრეთვე გეგმავს და ახორციელებს  სპორტულ ღონისძიებებში როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიული სპორტის მიმართულებით. ცენტრი გეგმავს და ანხორციელებს ღონისძიებებს ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართულებით და ხელს უწყობს მის დანერგვას და პოპულარიზაციას. ცენტრი ხელს უწყობს წარმატებულ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს და ანხორციელებს მათ დაჯილდოვებას, ასევე უზრუნველყოფას ცენტრში სპორტულ წრეებზე მოსიარულეთა  სპორტულ ღონისზიებებში მონაწილეობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც. ჩასატარებელი ღონისძიებები: 1. საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა - 1800 ლარი, 2. ევროპის სპორტის კვირეული - 500 ლარი, 3. ნუნუ კობაიძის ხსოვნის ტურნირი ჭადრაკი - 1000 ლარი, 4. მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში, ფრენბურთში, მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, საჯარო სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდებს შორის - 400 ლარი. 5. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში, მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში - 1500 ლარი. 6. ვასიკო წიკლაურის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ქარტულ ჭიდაობაში - 1000 ლარი. 7. დედოფლისწყაროობა - ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი - 300 ლარი. 8. ელიაობის სახალხო დღესასწაული რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - 3000 ლარი. 9. ბიჭიკო ბუჩუკურის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - 1000 ლარი. 10. ,,ფიროსმანობა“ -სახალხო დღესასწული - ქართული ჭიდაობა - 300 ლარი. 11. ანზორ მარტყოფლიშვილის სახელობის ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში - 1000 ლარი.  12. ბიძინა მაზიაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჭიდაობა  ძიუდოში - 1000 ლარი. 13. კახეთის ჩემპიონატი ძალისმიერ სპორტში - 800 ლარი. 14. რესპუბლიკური ტურნირი უშუ-სანდაში -900 ლარი. 15. საერთაშორისო ტურნირი კინბოქსინგში, რინგის რაინდები - 4000 ლარი.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია:

- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;

- მეტი მოზარდის ჩართვა სპორტში;

- მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.

მოსალოდნელი შედეგი: წლიდან წლამდე სასპორტო სკოლით მოსარგებლეთა გაზრდილი რაოდენობა.

კოდი

პროგრამის დასახელება

კულტურის სფეროს ორგანიზაციების ხელშეწყობა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

05 02 01

1406.0

პროგრამის განმახორცილებელი სამსახური

ა(ა) იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის  ცენტრი

პროგრამის აღწერა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი კულტურულ საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხელსეწყობას. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასიგნებები გამოიყოფა კულტურის სფეროს დაწესებულებების პროგრამისთვის. პროგრამა შდგება 3 ქვეპროგრამისაგან და იგი შესაბამისად ხორციელდება 3 მუნიციპალური ა(ა)იპ-ის ბაზაზე, ესენია:

ა(ა)იპ დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლა;

ა(ა)იპ დედოფლისწყაროს ჰამლეტ გონაშვილის სახ. ხალხური სიმღერისა და გალობის სკოლა;

ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის  ცენტრი.

ქვეპროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს და ფინანსდება ქალაქისა და სოფლების კულტურის სახლები, 14 ბიბლიოთეკა, 2 მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური, ბავშვთა და მოზარდთა ანსამბლები, საბავშვო სტუდია, ახალგაზრდული თეატრი ,,ბერიკონი“.

თეატრი და ანსამბლები წარმოადგენებს მართავენ და მონაწილეობენ, როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართულ ფესტივალებზე. ჯამში მაყურებელთა რაოდენობა წლის განმავლობაში შეადგენს 5 000 კაცს. მუნიციპალურ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დღეის მდგომარეობით განთავსებულია 350 ექსპონატი. წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 3 472 -ს. ხალხთა მეგობრობის მუზეუმში დღეის მდგომარეობით 500 ექსპონატია გამოფენილი, წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა შეადგენს 650-ს.

მუნიციპალიტეტის 14 ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი შეადგენს 206 923 ერთეულს. ბიბლიოთეკის მომსახურებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის დაახლოებით 8 024 მოსახლე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური ახორციელებს მუნუციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლების მონიტორინგს. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღრიცხულია 39 ძეგლი, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს 22-მდე ძეგლს.

ჰამლეტ გონაშვილის სახ. ხალხური სიმღერისა და გალობის სკოლის მოსწავლეები სწავლობენ ქართულ ხალხური სიმღერასა და გალობას. სკოლაში არსებული ანსამბლი მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ სხვადასხვა კულტურულ და სადღესასწაულო  ღონისძიებებში.

სამუსიკო სკოლებში დაწყებით განათლებას იღებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 170 მოსწავლე. სამხატვრო სკოლაში ბავშვები ეუფლებიან ფერწერას, ხატვას, კომპოზიციას, ძერწვას და ხელოვნების ისტორიას, სულ 40 ბავშვი.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

კულტურულ შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ფართო მასების ჩართულობა, მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფერისადმი, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა და ჩართულობის გაზრდა; მუსიკის, ხელოვნების შესწავლით დაინტერესულ პირთა მოძიება და შეკრება. მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ხელოვნების მოყვარული მოსწავლეების წარმოჩინება და ხელოვნების სფეროს პროპაგანდა.

სამხატვრო სკოლის პროფილების განვითარება, სასწავლო დონის ამაღლება, ხელოვნების მოყვარულ მოზარდთა კონტიგენტის გაზრდა. სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა ჩართულობა გამოფენებში და სხვა შემოქმედებით ღონისძიებებში.

კოდი

პროგრამის დასახელება

კულტურული ღონისძიებების  ხელშეწყობა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

05 02 01 13

200.0

პროგრამის განმახორცილებელი სამსახური

ა(ა) იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის  ცენტრი

პროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის ცენტრი ვალდებულებას იღებს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრება დატვირთული იყოს შინაარსობრივად მრავალფეროვანი, სანახაობრივად საინტერესო და კულტურული ღირებულებების მქონე მთელი რიგი ღონისძიებებით, რისთვისაც წლის დასაწყისში კეთდება გეგმა-გრაფიკი და ამ თანმიმდევრობით ხდება მათი განხორციელება. ღონისძიებები ერთმანეთისაგან შინაარსობრივად აბსოლუტურად განსხვავებულია. ცენტრი ცდილობს დანერგოს ინოვაციები, რათა ეს ღონისძიებები პასუხობდეს თანამედროვეობის მოთხოვნებს. ღონისძიებებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი კოლექტივები, ასევე მოწვეული ანსამბლები და ფოლკლორული ჯგუფები. ღონისძიებათა ჩასატარებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა და ხდება მისი გეგმიური გადანაწილება წლის ბოლომდე. დაგეგმილია სახალხო მსვლელობა ,,ალილო“, ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, კულტურული ღონისძიებების გამართვა სლოგანით ,,აღდგომიდან ამაღლებამდე“, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი, თეატრის სპექტაკლის გამართვა და მოქმდი ანსამბლების საანგარიშო კონცერტები, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილიგალა კონცერტი, 2 აგვისტოს სახალხო დღესასწაული ,,დედოფლისწყაროობა“ და გალა კონცერტი. მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ამაგდარ პედაგოგებთან შეხვედრა, სახალხო დღესასწაული ,,ფიროსმანობა“ (სოფ. მირზაანში). საახალწლო გალა-კონცერტი. ფოლკლორის რაიონული ფესტივალი (მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით).

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის და სტურმრებისათვის სადღესასწაულო და სასიამოვნო გარემოს შექმნა;

საზოგადოების ფართო ნაწილის ჩართულობა სადღესასწაულო ღონისძიებებში; ნიჭიერი და პერსპექტიული შემოქმედების წარმოჩენა;

საზოგადოებაში მოხალისეობის იდეის წახალისება, აქტიური  და ინიციატორი მოქალაქეების სტიმულირება.

განხორციელებული ღონისძიებებისადმი საზოგადოების ინტერესის, ასევე ღონისძიებებზე მონაწილეთა და დამსწრეთა რაოდენობის ზრდა.

კოდი

პროგრამის დასახელება

ახალგაზრდობის მხარდაჭერა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

05 05

100.0

პროგრამის განმახორცილებელი სამსახური

ა(ა) იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის,  სპორტის და ახალგაზრდობის  ცენტრი

პროგრამის აღწერა

ახალგაზრდობაში შედის 6 თანამშრომელი, სახელფასო ფონდი შეადგენს - 23100 ლარს, კომუნალური ხარჯები - 1500 ლარი, საქონელი და მომსახურება - 20400 ლარი. ახალგაზრდობის პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდული ინიციატივების, ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობას, იგი ორიენტირებულია: მასობრივი სპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე, საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე, მოსახლეობის მაქსიმალურ ინკლუზიაზე მასობრივ სპორტულ  ღონისძიებებში.

პროგრამა ასევე მოიცავს ახალგაზრდობისათვის გასართობი, შემეცნებითი, სპორტული ღონისძიებების პოპულარიზების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი აქტივობების მხარდაჭერას. პროგრამის განხოციელებით ახალგაზრდებს საკუთარი უნარების რეალიზებისა და განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ.

პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით გასამართ სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებებზე პირის/პირთა ჯგუფის ტრანსპორტირებას, სპორტული ოლიმპიადებისთვის მონაწილეთა ფორმების შეძენას და მათ დაჯილდოვებას, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების მოწყობას, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობას;

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრი უზრუნველყოფს სპორტული წრეების მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, აგრეთვე გეგმავს და ახორციელებს ღონისძიებებს როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიული სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართულებით, უზრუნველყოფს მის დანერგვასა და პოპულარიზაციას. ცენტრი ხელს უწყობს წარმატებულ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და ახორციელებს მათ დაჯილდოვებას., უზრუნველყოფს მატ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. აუცილებელია ახალგაზრდობის განვითარების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა, სადაც გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის სპეციფიკური საჭიროებები, ინტერესები და შესაბამისი მიდგომები, რომლებიც ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. ცენტრის მიზანია ახალგაზრდებს მიეცეთ ერთიან სივრცეში ერთობლივი აქტივობებისა და საკუთარი  შესაძლებლობების წარმოჩენა. ცენტრში ფუნქიონირებს ახალგაზრდული ცენტრი ,,იბერია“, რომელიც განახორციელებს ახალგაზრდებისათვის ინტელექტუალურ შემეცნებით კონკურსებს, გასართობ ღონისძიებებს. შემოქმედებითი უნარჩვევებით გამორჩეული ახალგაზრდებისათვის საზოგადოების უკეთ გაცნობის მიზნით მოაწყობს გამოფენებსა და პრეზენტაციებს, ჩაატარებს გამწვანებისა და დასუფთავების აქციებს, მოაწყობს შეხვედრებს სხვადასვა პროფესიის ადამიანებთან. ჩატარდება შემეცნებითი გასართობი ღონისძიება  - ,,რა? სად? როდის?’ მონაწილეთ რაოდენობა 18. გაიმართება ღონისძიება ჭადრაკში, მონაწილეთა რაოდენობა - 24.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ახალგაზრდების ჩართულეობის ზრდა;

ახალგაზრდებისათვის სოციალურ-საგანმანათლებლო, გასართობ-შემეცნებითი, სპორტულ და სხვა ტიპის ღონისძიებების მოწყობა და მათში მონაწილეობის მიღება;

ახალგაზრდებისათვის შეიქმნება  შესაბამისი გარემო საკუთარი უნარების განვითარებისათვის  და რეალიზებისათვის.

კოდი

პროგრამის დასახელება

პრესის მომსახურება (საზოგადოების ინფორმირებულობა)

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

05 04

120.0

პროგრამის განმახორცილებელი სამსახური

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შპს ,,შირაქი“

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გაზეთ ,,შირაქის“ გამოცემა, რომელიც ასახავს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს. გაზეთის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მოძიება, მიღება, შექმნა, შენახვა და დამუშავება. თვითმმართველი ორგანო გამოცემის საშუალებით თანამშრომლობს საზოგადოების ფართო ფენებთან, გაზეთის მეშვეობით მოსახლეობის დიდი ნაწილი ეცნობა ბიუჯეტის პროექტს და მონაწილეობს საჯარო განხილვაში, თვითმმართველი ორგანო გაწეული მუშაობის შესახებ გაზეთის ფურცლიდან აბარებს ანგარიშს ხალხს.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

გაზეთი მედიატორის როლს ასრულებს ხელისუფლებასა და მოსახლეობას  შორის; გაზეთი ,,შირაქის“ საშუალებით დედოფლისწყაროელები ეცნობიან მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენე