ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1460,0 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები /ქვეპროგრამები/ და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
02 00
ინფრასტრუქტურის განვითარება
1460,0
02 01
გზებისა და ხიდების, მიმდებარე ტერიტორიების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა შენახვის ხარჯი
280,0
02 02
წყლის სისტემის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
420.0
02 03
გარე განათება
500,0
02 04
კომუნალური მეურნეობის განვითარება
100,0
02 05
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
10,0
02 06
საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა და საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება
150,0
1. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების კაპიტალური შეკეთება. კერძოდ: მოხრეშვა-მოშანდაგება, ნაწილობრივ ასფალტო-ფენილის გზების დაგება, არსებული ხიდების შეკეთება და რეაბილიტაცია.
პრიორიტეტი კავშირშია მდგრადი განვითარების მე-3, მე-6, მე-9, მე-11 და მე-16 მიზნებთან.
1.1 გზებისა და ხიდების, მიმდებარე ტერიტორიების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა შენახვის ხარჯი (პროგრამული კოდი 02 01)
აღწერა: საგზაო ინფრასტრუქტურის ექსპლოტაციის, მოვლა-შენახვის სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველწლიურად მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა - რეაბილიტაციას (ე.წ. ორმული შეკეთება); არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორებას და მოხრეშვა-მოშანდაგებას; სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით სამუშაოების ჩატარებას. სამუშაოები შესაძლებელია განხორციელდეს საგზაო ინფრასტრუქტურის იმ მონაკვეთებზე, რომლებზეც წლის განმავლობაში გამოიკვეთება სამუშაოების შესრულების აუცილებლობა.
მიზანი: მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის გადაადგილებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა გზების, ქუჩების, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების, ბოგირების, ხიდების რეაბილიტაცია, გზების ორმული დამუშავება. მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცვეთის შემცირება, ტურიზმის ხელშეწყობა.
1.2 წყლის სისტემის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 02)
აღწერა: ქალაქ თერჯოლის გარდა 18 ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ: არსებული წყლის სისტემის მაგისტრალის გაწმენდა და დაზიანების აღმოფხვრა. რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში შეძენილია წყლის ტუმბო. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ფინანსდება შემდეგი ღონისძიბები:
- მწყობრიდან გამოსული წყლის მილების შეკეთება და გამოცვლა;
- ამორტიზებული და დაზიანებული ტუმბოების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება საჭიროების შესაბამისად.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სისტემის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
მიზანი: წყლის სისტემის აღდგენა შეკეთება, პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებების აღმოფხვრა დროულად.
1.3 გარე განათების ქსელის მოწყობა რეაბილიტაცია ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 02 03)
აღწერა: ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. მუნიციპალურ ბიუჯეტში წარმოდგენილი გარე განათების პროგრამის ფარგლებში, სწორედ გარე განათების სისტემის განვითარებისა და ექსპლოტაციისათვის საჭირო ხარჯები ფინანსდება. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. თერჯოლაში და 18 ადმინისტრაციულ ერთეულში (დასახლებულ პუნქტში), გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის 50%. გარე განათების სისტემა მოიცავს 5995-ზე მეტ განათებისა და ელექტროგაყვანილობის ბოძს, 5400 ზე მეტ სანათ წერტილს, 6700 გრძივ მეტრზე მეტ სადენს და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურას. პროგრამის ასიგნებების ძირითადი ნაწილი ხმარდება მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურებას.
გარე განათების პროგრამა შინაარსის ტიპის მიხედვით არის, როგორც კაპიტალური /ინფრასტრუქტურული/ ხასიათის, ასევე - მომსახურების. კაპიტალური ნაწილი მოიცავს გარე განათების ქსელის გაფართოება-გაუმჯობესების ღონისძიებებს, ხოლო მომსახურების ნაწილი - გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციას (მ.შ. მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას).
ხანგრძლივობის მიხედვით, ექსპლოტაციის ნაწილში პროგრამა არის მუდმივმოქმედი, ხოლო ინფრასტრუქტურულ ნაწილში - მრავალწლიანი.
2026 წლის ბიუტიდან ასიგნებები გამოყოფილია, მხოლოდ გარე განათების ქსელის ექსპლოტაციაზე. ექსპლოტაციის ხარჯების დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან, ხოლო კაპიტალური დანახარჯები უმეტესწილად გაიწევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერით.
მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგრადი გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება. შედეგად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ის ნაწილი,სადაც მოწყობილია გარე განთების ქსელი განათებული იქნება სრულად, ხოლო პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებების აღმოფხვრა მოხდება ოპერატიულად. პროგრამის მიზანს, ასევე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის სრულად მოცვა გარე განათებით.
1.4 კომუნალური მეურნეობის განვითარება (პროგრამული კოდი 02 04)
აღწერა: მუნიციპალიტეტის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის კეთილმოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საზოგადოებრივი ობიექტების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და შენობების სახურავების რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ადმინისტრაციული სხვადასხვა დანიშნულების შენობების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რომლითაც თავიდან იქნება აცილებული შემდგომი დაზიანებები და დამატებითი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა.
მიზანი: მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის გაუმჯობესება.
1.5 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 02 05)
აღწერა: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის: ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა, და ა.შ გაწმენდებით, წყაროების მოპირკეთება, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოები. გზები; გზისპირა მოსაცდელები, ცხაურები, ხიდები, ხიდბოგირები, გადასასვლელები, გარე განათება; სკოლების მიმდინარე ტერიტორიების კეთილმოწყობა: სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; წისქვილის რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი.
მიზანი: გზების კაპიტალური შეკეთება, მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის გადაადგილებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება.
1.6 საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა და საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება (პროგრამული კოდი 02 06)
აღწერა: საამშენებლო სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. ამასთან, იმ ხელშეკრულებებზე რომელთა ღირებულება არ აღემატება 50.0 ათას ლარს პროექტის შემდგენი ახორციელებს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას. ამ პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება 50.0 ათას ლარზე მეტი თანხის ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობის (საექსპერტო მომსახურების) სამუშაოების შესყიდვა.
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუტურული პროექტებისათვის დროულად და კვალიფიციურად მოხდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. ასევე, პროექტების განხორციელებისას ჩატარებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა მათზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების გზით.
მიზანი:ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დროულად და კვალიფიციურად მომზადება; შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხი, ისე რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნორმებს (სტანდარტებს)