2. დასუფთავება და გარემოს დაცვა  (პროგრამული კოდი 03 01)

დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3800.0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული  პროგრამები/ ქვეპროგრამები/ და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

3800,0

03 01

დასუფთავება და კეთილმოწყობა

3800,0

პრიორიტეტი კავშირშია მდგრადი განვითარების მე-11 მიზანთან.

2.1 დასუფთავება და კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 01)

აღწერა: ქუჩების, მოედნების, სკვერების, შენობების  საზოგადოებრივი ადგილების  დაგვა- დასუფთავება, საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენების შეგროვება, გაუვნებელყოფა -განთავსების ადგილზე ტრანსპორტირება. ქუჩების, სკვერების და პარკების მოვლა- პატრონობა და გამწვანება, გარე განათების მოწყობა, მოვლა-პატრონობა და რეგურილება.სანიაღვრე არხების მოწყობა და სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიის, ტროტუარების, კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის, შეკეთების და ექსპლოატაციის უზრუნველყოფა,საუბნო გზების მოწყობა ინერტული მასალით, ბოგირების, ცხაურების მოწყობა, მოვლა- პატრონობა.წყლის მომარაგების/ ტექნიკური წყალი/ სისტემის შეკეთებითი და სარეაბილიტაციო  სამუშაოების წარმოება-მშენებლობა, ზამთრის სეზონზე ქუჩების და ტროტუარების თოვლის საფარისაგან გაწმენდა.

მიზანი: მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სუფთა მოწესრიგებული გარემოს შექმნა, მოწესრიგებული დასუფთავებული  ტერიტორია, მუნიციპალიტეტის იერ- სახის გაუმჯობესება, გარე  განათების  გამართული ქსელ