კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3267.0 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები/ ქვეპროგრამები/ და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

05 00

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი

3267,0

05 01

სპორტის სფეროს განვითარება

1192,0

05 01 01

სპორტული ღონისძიებები

42.0

05 01 02

სპორტული  სკოლა

1150.0

05 02

კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა

1920,0

05 02 01

სახელოვნებო განათლების კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

380.0

05 02 02

სახელოვნებო სკოლები

450.0

05 02 03

ბიბლიოთეკები

320.0

05 02 04

კულტურის სახლები

645,0

05 02 05

მუზეუმები

125.0

05 03

ახალგაზრდული  პროგრამების დაფინანსება

40.0

05 04

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეყწობა

40.0

05 05

საგამომცემლო საქმიანობა

75

პრიორიტეტი კავშირშია მდგრადი განვითარების მე-11 და მე-16 მიზნებთან.

4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი  (პროგრამული კოდი 05  00)

მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად,  აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. სხვადასხვა ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ჩართვა.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით ,გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება.

4.1. სპორტული ღონისძიებები  (პროგრამული კოდი 05  01 01)

აღწერა:  ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება:  სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოება,  ფულადი  და ფასიანი საჩუქრებით წახალისება; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; მოზარდების ჩართვა მასობრივ სპორტის სახეობებში; წარმატებული ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება.

დაჯილდოვდება წარმატებული სპორტსმენი და წარმატებული მწვრთნელი, წარმატებული ახალგაზრდები.

მიზანი: პროგრამის მიზანია: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; მოზარდების ჩართვა მასობრივ სპორტის სახეობებში; წარმატებული ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება.

4.2. სპორტული  სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 02)

აღწერა: სპორტული ცენტრი აერთიანებს 13 სპორტულ მიმართულებას, ესენია:  ფეხბურთი (54 ბავშვი);სამბო(33 ბავშვი); ქართული ჭიდაობა (10 ბავშვი); თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (44 ბავშვი); ძიუდო(40 ბავშვი); ტანვარჯიში (34 ბავშვი);უშუ(11 ბავშვი);კინგბოქსი(13 ბავშვი);  კარატე (14 ბავშვი); ხრიდოლი (17 ბავშვი); ჭადრაკი (78 ბავშვი); კალათბურთი (22 ბავშვი). სულ ცენტრში სპორტის სახეობებს ეუფლება 370 ბავშვი, რომელთაც სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში 3-ჯერ. ცენტრის აღსაზრდელები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებეში და ტურნირებში როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთ.

მიზანი: სპორტული გუნდების შევსება ახალგაზრდა სპორტსმენებით;  აღსაზრდელთა ჩართულობის ზრდა სპორტულ ცხოვრებაში; აღსაზრდელთა სპორტული მიღწევების ზრდა;   სხვადასხვა სპორტის სახეობებში ტალანტების გამოვლენა;        სპორტის სხვადასხვა სახეობების ადგილობრივი და საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებში  სპორტსმენთა  წარმატებული გამოსვლა.

4.3. სახელოვნებო განათლების კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01)

აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ ,,თერჯოლის სახელოვნებო განათლების კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრი,,  ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს ფილიალების საქმიანობას. მათი მიზნებისა და ამოცანების, ახალი სასწავლო მეთოდების დანერგვა-განხორციელებას.

მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტის მოძიება, წარმოჩენა, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა თაობის  ჩართვა.  სხვადასხვა  კულტურული ობიექტებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების  ორგანიზება. გაზრდილი ქალაქის კულტურული აქტივობა.

4.4 სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 02)

აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ,,ვ. კუბლაშვილის სახელობის თერჯოლის  სამუსიკო-საგანმანათლებლო  სკოლა", სადაც   მუსიკალურ განათლებას იღებს 173 ბავშვი, აქედან, გოგო -120 და ბიჭი -53. ისინი შეისწავლიან ფორტეპიანოს 89 მოსწავლე, გიტარას 42 მოსწავლე, ვოკალს და მუსიკის თეორიას 82 მოსწავლე. სამხატვრო სკოლაში სწავლობს 70 მოსწავლე. აქედან, გოგო -41 და ბიჭი -29. რომლებიც ეუფლებიან ხატვას, ფერწერას, კომპოზიციას, დიზაინს, გამოყენებით ხელოვნებას, ხელოვნების ისტორიას. ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება  სხვადასხვა კონკურსებზე სახელოვნებო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა და მათი ნიჭის გამოვლენა. აქტუალურია სამუსიკო სკოლის შენობის კაპიტალური შეკეთება, ორივე სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, ასევე მოთხვნადია ხალხურ საკრავებზე დაკვრის შესწავლის შესაძლებლობის მიღება.

მიზანი: მოზარდთა მუსიკალური და სამხატვრო განათლების მიღება; ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების შვილებისთვის მუსიკალური და სამხატვრო განათლების მიღების შეუზღუდველობა.

4.5 ბიბლიოთეკები  (პროგრამული კოდი 05 02 03)

აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდება ბიბლიოთეკის ხარჯები სუბსიდირების მუხლით. საჯარო ბიბლიოთეკა კოორდინაციას უწევს საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და ბიბლოგრაფიულ მომსახურეობას, ბიბლიოთეკის მომხმარებელთა მოთხოვნების, ინტერესებისა და პროფესიული მოთხოვნების შესწავლასა და ანალიზს, მათი მომსახურებისათვის სათანადო პირობების შექმნასა და ინტერესების სრულად და ოპერატიულად დაკმაყოფილებას. საბიბლიოთეკო ფონდი შეადგენს 91305 წიგნს, ღირებულებით -215366 ლარი.

ბიბლიოთეკაში შეიქმნას ისეთი ფიზიკური და ვირტუალური საჯარო სივრცე, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი და მისაღები ყველასთვის; ბიბლიოთეკარების მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლება იმისათვის, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ საზოგადოებისთვის სანდო და კომპეტენტურ მრჩევლებად; უფასო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; ახალი ციფრული და ელ. სერვისების გავრცელება საჯარო და სასოფლო ბიბლიოთეკებში.

მიზანი: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველასთვის; საქართველოს კულტურის, რელიგიის და ეთნიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გონივრული ბალანსის დაცვა გლობალიზაციის და ეროვნულ თვითმყობადობას შორის; უფასო ცოდნის, განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა წევრს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.მკითხველთა რაოდენობის გაზრდა და მათთვის კომფორტული გარემოს   შექმნა.

4.6 კულტურის სახლები  (პროგრამული კოდი 05 02 04)

აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში თერჯოლის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური და  ქორეოგრაფიული ანსამბლების მეშვეობით განხორციელდება  სხვადასხვა კულტურული აქტივობების ორგანიზება, მათ შორის ქალაქისა და ქვეყნის ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა. ქალაქის მოსახლეობისა, თუ სტუმრებისათვის მრავალფეროვანი სანახაობის შეთავაზება. მნიშვნელოვანია კულტურის ცენტრში გაერთიანებული საშემსრულებლო კოლექტივების ხელშეწყობა-წახალისება (კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, კოსტიუმირება, გასტროლი და სხვა მოტივაცია); სახელოვნებო დარგის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან მჭიდრო შემოქმედებითი კონტაქტები. მათი შემოქმედების განვითარებისათვის კულტურის ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეთავაზება და მაქსიმალური მხარდაჭერა.  ღვაწლმოსილ მოქალაქეთა განვლილი გზის განზოგადება და დაფასება (იუბილეები, შეხვედრები, ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და ა.შ).

მუნიციპალური ანსამბლების პოპულარიზაციის და განვითარების მიზნით დაგეგმილია გასტროლები ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, ქართული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი კოლექტივების არსებული სასცენო კოსტიუმების განახლება.

მიზანი: მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ფესტივალებში გამარჯვება. მუნიციპალიტეტის საზოგადოების კულტურული და სოციალური თვითშეგნების  განვითარება. ფოლკლორული ანსამბლების ესთეტიკური და სახელოვნებო დონის გაუმჯობესება.

4.7 მუზეუმები (პროგრამული კოდი 05 02 05)

აღწერა: ამ ქვეპროგრამაში გაერთიანებულია დავით კლდიაშვილის და შალვა და პეტრე ამირანაშვილების მუზეუმები. მუზეუმები ანხორციელებენ სამეცნიერო კვლევით, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მუზეუმების ფონდების აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დაცვას.

მიზანი: მუზეუმებში ტურისტთა მაღალხარისხობრივი მომსახურეობა. სამუზეუმო ექსპონანტების ზრდა, ტურისტთა რაოდენობის ზრდა.

4.8 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)

აღწერა:  პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.

დაჯილდოვდება  ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეები, წარმატებული ახალგაზრდები,  სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტი  და დაჯილდოვდება  ახალგაზრდული ინიციატივები.

მიზანი: ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება.

4.9 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04)

აღწერა:  ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თერჯოლა–ტყიბულის ეპარქიის დაფინანსება.

მიზანი: რეაბილიტირებული ეკლესია მონასტრები.

4.10. საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 05)

აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებულ ერთადერთ გაზეთ,,თერჯოლა“–ში მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებისა და ინფორმაციების გამოქვეყნების, შეძენის დაფინანსება და მუნიციპალიტეტის  მოსახლეობაში გავრცელება.

მიზანი: მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებისა და მიღებული გადაწყვეტილებების სწრაფი და მაღალხარისხობრივი გავრცელება მოსახლეობაშ