ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2013.8 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები/ ქვეპროგრამები/ და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2025 წლის გეგმა
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
2013.8
06 01
ჯანმრთელობის დაცვა
313.8
06 01 01
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
313.8
06 02
სოციალური პროგრამები
1700,0
06 02 01
სოციალური დაცვა
1700,0
პრიორიტეტი კავშირშია მდგრადი განვითარების პირველ, მე-2 და მე-3 მიზნებთან.
5.0 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 01)
აღწერა: მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებას და რადიკალურ გარდაქმნებს ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილებაში მდგომარეობს. თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის: საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დაცვის კონტროლი; ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
პროგრამა შედგება შემდეგი ქვეპროგრამებისაგან:
1 ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა) (მალარიისა და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი).
2 იმუნიზაციია.
3 ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა.
4 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა.
მიზანი: მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება.
5.2 სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01)
აღწერა: ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახის ყოფითი საჭიროებებისათვის დახმარების გაწევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამის და საკრებულოს სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე. კერძოდ: 1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება. 2. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი ჯგუფის უსინათლოთა სოციალური დახმარება. 3. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ბენეფიციარების სოციალური დახმარება 4. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით, ან პარკინსონით დავადებულ ბენეფიციართა სოციალური დახმარება. 5. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალური დახმარება. 6. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებადი უნარშეზღუდული ბავშვების დღის ცენტრების დაფინანსება. 7. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილთა ოჯახების ფინანსური დახმარება. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტი ანხორციელებს ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამას. 8. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა. აღნიშნული ითვალისწინებს სტიქიური და სხვა მოვლენების შედეგად სახლდაზიანებული ოჯახების დახმარებას. 9. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებზე საკვები პროდუქტებით დახმარება. 10. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების ოჯახების სარიტუალო დახმარება. აღნიშნული ღონისძიება ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. თითოეულ გარდაცვლილ ომის ვეტერანზე -250 ლარის ოდენობით. 11. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსება. აღნიშნულით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურეობის (გარდა პლასტიკური ოპერაციებისა) ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება. 12. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე დიაბეტით დავადებულ ბავშვთა ოჯახების ფინანსური დახმარება. 13. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება. 14. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე შშმ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურეობის პროგრამა. 15. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურეობა. 16. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინით (ქირით) უზრუნველყოფა. 17. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება. 18. ფელილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულთა ოჯახების დახმარება. 19. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება. 20. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა. 21. სადღესასწაულო დახმარება. 22. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის შეშით დახმარება.
მიზანი: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონონიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია. მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმთელობის დაცვის ხელშეწყობ