განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 7374.0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული  პროგრამები/ ქვეპროგრამები/ და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

04 00

განათლება

7374,0

04 01

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების  მართვა

6854.0

04 01 01

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

254.0

04 01 02

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები

6600.0

04 02

სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა

0.0

04 03

საშუალო სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოსწავლეთა ტრანსპორტირება

0,0

04 04

სკოლისგარეშე განათლება

520,0

3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)

მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი  როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ აღზრდას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გამართული ფუნქციონირება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა, სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში ხელი შეეწყობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლისგარეშე განათლების დონის ამაღლებას.

პრიორიტეტი კავშირშია მდგრადი განვითარების მე-4, მე-9 და მე-11 მიზნებთან.

3.1 სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება ( პროგრამული კოდი 04 01 01)

აღწერა: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს, სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.

მიზანია:  თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი  სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ - სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრში დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით.

3.2. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები  ( პროგრამული კოდი 04 01 02)

აღწერა: მუნიციპალიტეტში სულ 1500  სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ 26 საბავშვო ბაღში დღეის მდგომარეობით შესაძლებელია 1300 ბავშვის სწავლება, ხოლო 200 ბავშვი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით. ა(ა)იპ ,,თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრი“ მოიცავს ცენტრის 26 საბავშვო ბაგა–ბაღს; სადაც ფუნქციონირებს 54 საამღზრდელო ჯგუფი, 565 თანამშრომლით. მათ შორის: 94 აღმზრდელია და 115 აღმზრდელის თანაშემწე. სააღმზრდელო პროცესს გადის 846 სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელი, აქედან გოგო  -405 და ბიჭი -441.

ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად 2026 წელში გრძელდება სკოლამდელი აღზრდის სფეროში დახვეწილი მართვის პოლიტიკის განხორციელება, რაც გულისხმობს სახელმწიფო  სტანდარტების შესაბამისი პროგრამების და სწავლების მეთოდების შესწავლა-დახვეწას: მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) მოწესრიგება. ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის დონის ამაღლება.

მიზანია: ჰარმონიულად განვითარებული და დაწყებითი საფეხურის პირველი კლასისათვის მომზადებული ბავშვები.

3.3 სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა (პროგრამული კოდი 04 02)

აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება  მუნიციპალიტეტში  ახალი ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა.

მიზანია: რეაბილიტირებული საბავშო ბაღები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.

3.4.  საშუალო სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოსწავლეთა ტრანსპორტირება  (პროგრამული კოდი 04  03)

აღწერა: ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები  და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

მიზანია: პროგრამის განხორციელების მიზანია სკოლის მოსწავლეების დროული და უსაფრთხო გადაადგილება.

3.5   სკოლისგარეშე განათლება (პროგრამული კოდი 04  04)

აღწერა: ა(ა)იპ თერჯოლის მოსწავლე-ახლგაზრდობის სოციალური დაცვის,  მოქალაქეობრივი  და ესთეტიკური  აღზრდის  მუნიციპალური  ცენტრი, არის არაფორმალური  სკოლისგარეშე საგანმანათლებლო  დაწესებულება, რომელიც ემსახურება 6-21 წლამდე  მოსწავლე-ახალგაზრდობას, რომლის ფუნდამენტური  პრინციპია  ნებაყოფლობითობა და ხელმისაწვდომობა,   რაც სათანადო პირობების შესაბამისი სტრატეგიული, პერსპექტიული გეგმებით, პროგრამებით და ქვეპროგრამებით ხორციელდება, პროგრამული ბიუჯეტიდან გამომდინარე 2024-25 სასწავლო წელს ,,ცენტრში’’ მუშაობს 4 ქვეპროგრამა, რომელშიც გაერთიანებულია 26 კლუბი და წრე.  სასწავლო წლის პროგრამული ბიუჯეტი დაგეგმილი და ორიენტირებულია  ,,ცენტრში’’ მოსწავლეთა ჩართულობის 20 % ზრდასა და მუშაობის ხარისხის კოეფიციენტის ამაღლებაზე, რასაც ,,ცენტრი’’ წარმატებით ართმევს თავს, მოსწავლეთა რაოდენობა-720, აქედან გოგო 420 და 306 ბიჭი. სასაწავლო-შემოქმედებით მუშაობაში ჩართულობა  გაიზარდა 20%-ით. შეფასდა ხარისხის მაჩვენებელი, სასწავლო პროცესში შესაბამისი ინდიკატორებით  ცალკეულ კლუბებსა და წრეებში, რაც აისახა პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე ,,ცენტრის’’ მუშაობის შეფასებისას, რომელსაც საფუძვლად დაედო,კოორდინატორთა, მენეჯერთა, მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშები, შეფასებები. მოსწავლეთა აქტიური, წარმატებული მუშაობა  შესაბამისად აისახა სტატისტიკაშიც. წლის განმავლობაში მოსწავლეთა ცენტრში დიპლომებით და სიგელებით 160, ხოლო ფასიანი საჩუქრებით (წიგნები) დაჯილდოვდა 28 მოსწავლე.

მიზანი: თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდობის  ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, მოსწავლეთათვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი და გასართობი ატმოსფეროს შექმნა, პროგრამების, აქტივობების, ღონისძიებების განხორციელებაში მოსწავლეთა ჩართულობის  გაზრდა, მათი  უნარების, შემოქმედებითი ნიჭის, პოტენციალის რეალიზებისათვის სათანადო გარემოს შექმნა, ინციატივების, წამოწყებების მხარდაჭერა.  საბაზისო ცოდნის მიწოდება და  საზოგადოებაში ინტეგრირების, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების  ხელშეწყობ