დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2578,0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

დასახელება

2026 წლის პროექტი

დაფინანსება 2026-2029 წლებზე

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

2,578.0

12,376.0

03 01

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

2,158.0

10,353.0

03 02

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება

340.0

1,643.0

03 03

კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში

-

-

03 04

უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები

80.0

380.0

კოდი

პროგრამის დასახელება

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

2,158.0

03 01

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ ლაგოდეხის სერვის ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტში სულ 14 თემი და 1 ქალქაქია, რომლის დასუფთავებაც შედის ა(ა)იპ,,სერვის ცენტრი'' ს კომპეტენციაში; დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტს ემსახურება  3 მერსედესის ტიპის ნაგავმზიდი თემებში შემავალ სოფლებს.  4 ერთეული IVECO ს ტიპის ნაგავმზიდი აქედან 2 სოფლებს, 2 ქალაქს, ერთი ერთეული ნაგავმზიდი სეპარაციისთვის განკუთვნილი ბადიანი ურნების გასაცლელად მთელს მუნიციპალიტეტს (ქალაქი და სოფლები), საწნეხი აპარატი- შეგროვებული პლასტიკის ბოთლების დასაწნეხად. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია 1120   ნაგვის კონტეინერი, აქედან ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია 510  ერთეული ნაგვის კონტეინერი, ხოლო სოფლების ტერიტორიაზე 610 ერთეული ნაგვის კონტეინერი. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტს ემსახურება ერთი ერთეული ფოტონის ტიპის თვითმცლელი, ერთი ერთეული ფოტონის ტიპის ნაგავშემკრები, ერთი ერთეული ჯაკის ტიპის ბორტიანი. ერთი ერთეული ქუჩის დასასუფთავებელი მანქანა ე.წ. ,,სვიპერი’’.   ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ნარჩენის (ნაგვის) გატანა მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან. ყოველდღიურად იგვება და სუფთავდება ქალაქის ქუჩები და სკვერები, ხდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზის გვერდეულების დასუფთავება ხელით და სანიაღვრე არხების ამოსუფთავება,  იჭრება და იწმინდება სანიაღვრე არხები , ხდება გრუნტის გატანა, ტერიტორიები იწმინდება ეკალ ბარდისაგან, , ეს სამუშაოები სრულდება ჯსბ ის ტიპის ბულდოზერებისა და თვითმცლელის საშუალებით; მიმდინარეობს სასაფლაოების დასუფთავება, მოვლა პატრონობა; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არის წყალუხვი მდინარეები, რომლებსაც სჭირდება დროული გაწმენდა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, ამისთვის სერვის ცენტრი იყენებდა კამაცუს ტიპის ბულდოზერს, რომელიც გამოვიდა მწყობრიდან და სერვის ცენტრმა შეიძინა ბულდოზერი SHEHWA,რომელსაც გამოიყენებს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის. სერვის ცენტრი ახორციელებს გზის მოხრეშვა გადასწორებას, გრეიდერის დახმარებით. პროგრამისთვის გათვალისწინებულ ასიგნებებში გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე მეეზოვეების, მძღოლების, ტექ პერსონალის და სხვა ხელფასები და სხვა და სხვა ხარჯები.

საბოლოო შედეგი (OUTCOME)

დასუფთავებული ქუჩები და საზოგადოებრივი სივრცეები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად და შეუფერხებლად ხორციელდება დასუფთავება და ნარჩენის გატანა.

გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

SDG 6 სუფთა წყალი და სანიტარია, SDG 11 მდგრადი ქალაქები და დასახლებები.

კოდი

პროგრამის დასახელება

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

340.0

03 02

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ ლაგოდეხის სერვის ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

ა.ა.ი.პ. ლაგოდეხის სერვის ცენტრი ხორციელებს როგრც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი ნარგავების  შესყიდვას, რომლებიც შემდეგ ირგვება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვა და სხვა ლოკაციებზე.წლის განმავლობაში ხდება როგორც ახალი, ასევე არსებული ნარგავების მოვლა პატრონობა: შემობარვა შემოთოხნები, ხეების შეთეთრება ჩამქრალი კირით, ირწყვება როგორც ნარგავები, ასევე სკვერები და გაზონები, ნიადაგი მდიდრდება სასუქით, ნარგავები იწამლება სხვა და სხვა წამლით - სარეველა ბალახი იწამლება ბალახსაწინააღმდეგო წამლით. მიმდინარეობს ხეების ჭრა ვარჯის ფორმირებები, ,ტერიტორიების თიბვა და სხვა, რისთვისაც სერვის ცენტრი იყენებს სხვა და სხვა სახის სასოფლო სამეურნეო მანქანა დანადგარებს: სათიბები, საჭრელები და სხვა. 2024 წ სერვის ცენტრს გადმოეცა ერთი ერთეული ავტოცისტერნა /TANK, რომლის დახმარებითაც ხდება მორწყვა  როგორც სასუქიანი (გვარჯილიანი) ასევე ჩვეულებრივი წყლით.

პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დარგვა და არსებული გამწვანების მოვლა პატრონობა.

საბოლოო შედეგი (OUTCOME)

გალამაზებული და გამწვანებული მუნიციპალიტეტი

გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

SDG 11 მდგრადი ქალაქები და დასახლებები.

კოდი

პროგრამის დასახელება

უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

80.0

03 04

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპაილტეტის ტერიტორიაზე მყოფი უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანა საჭირო აცრების ჩატარება.

პროგრამის მიზანია:

უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველებზე ზრუნვა.

საბოლოო შედეგი (OUTCOME)

უპატრონო ცხოველების მხრიდან გადამტანი დაავადებების გავრცელების დაბალი რისკი.

გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

SDG 11 მდგრადი ქალაქები და დასახლებებ