ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1986,5 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
დასახელება
2026 წლის პროექტი
დაფინანსება 2026-2029 წლებზე
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
1,986.5
8,245.8
06 01
ჯანმრთელობის დაცვა
291.9
1,167.6
06 01 01
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
291.9
1,167.6
06 01 02
ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია
0.0
0.0
06 02
სოციალური დაცვა
1,694.6
7,078.2
06 02 01
ჰემო დიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა
85.0
370.0
06 02 02
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
243.0
1,036.0
06 02 03
სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება
700.0
2,800.0
06 02 04
უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსების პროგრამა
104.3
429.3
06 02 05
სტუდენტების დახმარების პროგრამა
0.0
0.0
06 02 06
მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფა
160.0
795.0
06 02 07
იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა
19.2
76.8
06 02 08
ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა
6.1
34.1
06 02 09
მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა
60.0
260.0
06 02 10
უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება
60.0
240.0
06 02 11
100 და მეტი წლის ხანდაზმულ პირთა დახმარების პროგრამა
4.0
16.0
06 02 12
სარიტუალო ხარჯი
15.0
60.0
06 02 13
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დახმარების პროგრამა
85.0
349.0
06 02 14
მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა
0.0
0.0
06 02 15
სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსება
10
40.0
06 02 16
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა
50
200.0
06 02 17
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი სოციალურად დაუცველი და ხანდაზმული ოჯახების ხელშეწყობა
30
120.0
06 02 18
პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფა
63
252.0
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
291.9
06 01 01
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)ი.პ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯან. დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
"მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებას და რადიკალურ გარდაქმნებს ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილებაში მდგომარეობს. თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დაცვის კონტროლი; ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიულ ფუნქციები: გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინაცია ცენტრალურ სტრუქტურებთან; ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა. საკვებისა და სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა და მუნიციპალური მმართველობის ორგანოების ინფორმირება სავარაუდო საკვებისმიერი და წყლისმიერი ინფექციების გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ; ჯანმრთელობის განმტკიცება ჯანმრთელობის დაცვაში უთანასწორობისა და სოციალურ დეტერმინანტებზე ზემოქმედების განხორციელების გზით; დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა.; მოსახლეობის, თემის წარმომადგენლების, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზება და წარმართვა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება, მოტივირება და შენარჩუნება; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციულ-სტრუქტურული სრულყოფა, ადეკვატური დაფინანსების მიღწევა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისებსა და პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზუნველყოფა; ჯანმრთელობის ადვოკატირება, მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, საინფორმაციო განმარტებითი საქმიანობა, სოციალური მობილიზაცია; მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჯანდაცვის პოლიტიკისა და პრაქტიკის წარმოებისათვის კვლევითი სამუშაოების წარმოება და მონაწილეობის მიღება."
შუალედური შედეგი (OUTPUT)
მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება.
მართვადი ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაციით მოცვის მაღალი მაჩვენებელი, ზოგადი იმუნური ფენის შექმნა, მართვადი ინფექციებისაგან დაცული მოსახლეობა; ანტირაბიული ვაქცინაციის შემთხვევაში ვაქცინაციით დაცული პაციენტები.
გადამდები დაავადებების შემთხვევათა რაოდენობის შემცირება.
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
სოციალური დაცვა
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კოდი
პროგრამის დასახელება
სოციალური დაცვა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
1,694.6
06 02
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება; სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა; მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახებზე ყოველთვიური ელექტოენერგიის ღირებულების თანადაფინანსების ხელშეწყობა; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახებზე, საჭიროებიდან გამომდინარე ჰიგიენური საშუალებების(საფენების) დაფინანსების ხელშეწყობა; უსინათლო პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება; იშვიათი და მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის ბალონების დატვირთვით ხელშეწყობა; გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე ოჯახების მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსების ხელშეწყობა; შეზღუდული შესაძლებლობის (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა ოჯახებზე ყოველთვიური ელექტოენერგიის ღირებულების თანადაფინანსების ხელშეწყობა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ოჯახებზე, საჭიროებიდან გამომდინარე ჰიგიენური საშუალებების (საფენების) დაფინანსების ხელშეწყობა; აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე (18 წლამდე) ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება ; ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის (F 84) აშლილობის და განვითარების ეტაპების (R 62) დაყოვნების მქონე ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ ენისა და მეტყველების, ქცევითი და ფიზიკური თერაპიის კურსის თანადაფინანსების ხელშეწყობას; იქთიოზი/ კანის ქრონიკული დაავადებით მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტების მედიკამენტური და ჰიგიენური საშუალებების დაფინანსების ხელშეწყობა, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება; ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ხელშეწყობა; სამედიცინო კვლევების, სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა; ჯანდაცვის ღონისძიებების – სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსება ან/და თანადაფინანსება. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით დახმარება. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების მქონე პაციენტთა სამედიცინო კვლევის, მკურნალობის დაფინანსება ან/და თანადაფინანსებაის ხელშეწყობა; კოლოსტომის არსებობის შემთხვევაში, პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთის დაფინანსების ხელშეწყობა; მარტოხელა მშობლების, ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახებზე ყოველთვიური ელექტოენერგიის ღირებულების თანადაფინანსების ხელშეწყობა; მარტოხელა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთაოჯახებზე , რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადი ფულადი დახმარება; ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველ და მეორე შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარება; ტყუპი ბავშვთა (ორი და მეტი) ოჯახზე, ერთჯერადად ფულადი დახმარება; მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალშობილთა ოჯახებზე , პირველადი ჰიგიენური საშუალებების ,,ახალშობილის კალათი“-ს გადაცემა; მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება; სოციალურად დაუცველ ( 0 -დან 65 000 ქულის მქონე) მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18- წლამდე ასაკის შვილი, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადი ფულადი დახმარება ; ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება; ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების (ბავშვები, რომელთაც გარდაცვლილი ჰყავს ერთერთი მშობელი, ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება - მოვალეობა ან /და იმ ბავშვების დახმარება, რომელთა ორივე მშობლებს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება. საყოფაცხოვრებო ნივთებისა (საწერი მაგიდა, სკამი, საწოლი და ტანსაცმლის კომოდი) და საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა.) უზრუნველყოფა. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, თბობის სეზონთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა ოჯახები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. უსახლკაროდ დარჩენილი, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები, კრიზისულ ან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის, სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) შედეგად დაზარალებული ოჯახების, ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, დროებით საცხოვრებელით უზრუნველყოფა. ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება ყოველთვიურად, მთელი წლის განმავლობაში. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე ხანდაზმულთა დახმარება. მარტოხელა ან/და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯით უზრუნველყოფა;ომისა და სამხედრო ძალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ოჯახების ინტერესების დაცვა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა, გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯი; სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში: ერთჯერადი ფულადი დახმარება (8 მარტს ვეტერან ქალბატონებს,) ერთჯერადი ფულადი დახმარება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ ვეტერანთა ოჯახები). 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ - საქართველოს ომის დროს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარება; უფასო კვების ობიექტებისათვის ბენეფიციარების შერჩევა და შემდგომი მონიტორინგი. უმწეო ხანდაზმულთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა; საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისში მყოფი ოჯახების, მათ შორის ხანდაზმულების, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საოჯახო ინვენტარის ან/და საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფა. პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფის პროგრამა
საბოლოო შედეგი (OUTCOME)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალურ - ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 1 სიღარიბის აღმოფხვრა, SDG 2 ნულოვანი შიმშილი, SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
85.0
06 02 01
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მაცხოვრებელი თირკმლის უკმარისობით დაავადებულთათვის სატრანსპორტო ხარჯის გამოყოფა 200 ლარის ოდენობით პროგრამული დიალიზის ჩასატარებლად .
პროგრამით შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად - 45 ოჯახის ფინანსური დახმარება.
ქვეპროგრამის მიზანია:
დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია.
შუალედური შედეგი (OUTPUT)
ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია.
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
243.0
06 02 02
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ამ დახმარების მიმღები არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მაცხოვრებელი ოჯახები: კერძოდ, მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18- წლამდე ასაკის შვილი დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თითოეულ 18-წლამდე ასაკის შვილზე 100 ლარის ოდენობით, ხოლო ო - დან 65 000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს საახალწლოდ ერთჯერადად ჩაერიცხებათ თანხა - 300 ლარის ოდენობით. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველ შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 200 ლარი და ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე მეორე შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 ლარი, ხოლო ყველა ახალშობილზე რომელიც დაიბადება წლის განმავლობაში გადაეცემა ,,ახალშობილის კალათი“. ოჯახი რომელსაც შეეძინა ტყუპი ბავშვი (ორი და მეტი) ერთჯერადად ფულადი დახმარების სახით ჩაერიცხებათ თანხა- 1000 ლარი. ობოლ, მარჩენალდაკარგულ ბავშვთა და მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - ელექტოენერგიის დაფინანსება გაიცემა 12 თვეზე, ყოველთვიური ლიმიტის - 15 ლარის ოდენობით, განცხადების შემოტანიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჯამურად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განცხადების შემოტანის ვადა პროგრამის ვადის დასრულებამდე 6 თვეზე ნაკლებია. აგრეთვე წლის ბოლოს, ერთჯერადად ჩაერიცხებათ თანხა - 300 ლარის ოდენობით. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება, ბავშვები რომელთაც გარდაცვლილი ჰყავს ერთერთი მშობელი, ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება - მოვალეობა ან /და იმ ბავშვების დახმარება რომელთა ორივე მშობლებს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება - თითოეულ ბავშვზე (18 წლამდე) - 100 (ასი) ლარი, ყოველთვიურად განცხადების შემოტანიდან მთელი წლის განმავლობაში. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირ(ებ)ის ერთჯერადი ფულადი დახმარება - 1000 ლარის ოდენობით; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება. საყოფაცხოვრებო ნივთებისა (საწერი მაგიდა, სკამი, საწოლი და ტანსაცმლის კომოდი) და საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა.) უზრუნველყოფა.
პროგრამით შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად 700 ოჯახის ფინანსური დახმარება.
ქვეპროგრამის მიზანია:
მრავალშვილიანი, ახალშობილების, ობოლი და მარჩენალდაკარგული, უდედმამო ბავშვთა და მარტოხელა ოჯახების ფინანსური ხელშეწყობა, საყოფაცხოვრებო ნივთებით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფა.
შუალედური შედეგი (OUTPUT)
მრავალშვილიანი, ახალშობილი, ობოლი და მარჩენალდაკარგული და მარტოხელა ოჯახების გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა.
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
სამედიცინო კვლევების, სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა.
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
700.0
06 02 03
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ბენეფიციარების, რომელთაც ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა და სადაზღვევოს მიერ არ უნაზღაურდება, ან მკურნალობის თანხა უნაზღაურდება ნაწილობრივ, სამედიციმო დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე პაციენტს- 200 ლარამდე ასანაზღაურებელი თანხა დაუფინანსდება 100%-ით, 200 ლარს ზევით 1400 ლარამდე პაციენტის ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში---თანხის 50%, 1400 ლარს ზევით ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში--თანხის არაუმეტეს 700 ლარისა. წლის განმავლობაში ლიმიტირებული თანხა განისაზღვროს 700 ლარის ოდენობით, ლიმიტირებული თანხის შევსებამდე. იქთიოზი/ კანის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლისთვისაც საჭიროა კანის დამატენიანებელი ჰიგიენური საშუალებების შეძენა, დაფინანსდებიან წელიწადში ორჯერ -750-750 ლარის ოდენობით. გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე პაციენტები დაფინანსდებიან წელიწადში ორჯერ -500-500 ლარის ოდენობით. კოლოსტომის არსებობის შემთხვევაში, პაციენტები სამედიცინო ჩანთის შესაძენად დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, (წელიწადში ორჯერ 600-600 ლარის ოდენობით). მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტები ჰიგიენური საშუალებების (საფენების) შესაძენად დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100(ასი) ლარის ოდენობით, (წელიწადში ორჯერ 600-600 ლარის ოდენობით). ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მაცხოვრებელი ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება განისაზღვრება წლიური ლიმიტი 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით, თანხა ჩაირიცხება შესაბამის სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. აგრეთვე ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების მქონე პაციენტებისთვის საჭირო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მკურნალობის და კვლევის თანადაფინანსება განისაზღვრება, წლიური ლიმიტი 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით. ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის (F 84) აშლილობის და განვითარების ეტაპების დაყოვნების (R 62) მქონე ბავშვების მეტყველების და ქცევითი თერაპიული კურსის თანადაფინანსება წელიწადში ორჯერ 500-500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება
შუალედური შედეგი (OUTPUT)
გამოჯანმრთელებული ბენეფიციარები.
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
104.3
06 02 04
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა (ლაგოდეხის წითელი ჯვარის ფილიალის თანადაფინანსება) ჩართულია 75 ბენეფიციარი.
ქვეპროგრამის მიზანია:
უმწეო ხანდაზმულთა ხელშეწობა
შუალედური შედეგი (OUTPUT)
უმწეო ხანდაზმულთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
160.0
06 02 06
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად შეჭირვებული ხანდაზმულების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეში ერთჯერადად კვება უფასო სასადილოში. ქვეპროგრამით შესაძლებელი იქნება 140 ბენეფიციარის კვებით უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის მიზანია:
უკიდურესად შეჭირვებული ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა.
შუალედური შედეგი (OUTPUT)
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებითი მომსახურებით
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 2 ნულოვანი შიმშილი, SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
19.2
06 02 07
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახებზე ფულადი დახმარების სახით არა უმეტეს 300 ლარისა. (აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით - 150 ლარი და თბობის სეზონზე - 150 ლარი). ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია ასეთი 64 ოჯახი .
ქვეპროგრამის მიზანია:
დევნილთა ოჯახების ფინანსური შესაძლებლობების გაზრდა ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფისათვის.
შუალედური შედეგი (OUTPUT)
დევნილთა ოჯახების ფინანსური შესაძლებლობების გაზრდა
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
6.1
06 02 08
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამით გათვალიწინებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარება. კერძოდ: სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში ერთჯერადად არა უმეტეს - 300 ლარი (აღდგომის დღესასწაულზე). ერთჯერადი ფულადი დახმარება (8 მარტს ვეტერან ქალბატონებს,) ერთჯერადი ფულადი დახმარება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ ვეტერანთა ოჯახები). 8 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი მეომრის ოჯახის დახმარება ერთჯერადად - 500 ლარით. გაუმჯობესება. პროგრამით შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად 25 ოჯახის დახმარება.
ქვეპროგრამის მიზანია:
ვეტერანებისა და მათი ოჯახების თანადგომა. მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.
შუალედური შედეგი (OUTPUT)
ვეტერანებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობა.
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
60.0
06 02 09
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
უსახლკაროდ დარჩენილი, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები, კრიზისულ ან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის, სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) შედეგად დაზარალებული ოჯახების, ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, დროებით საცხოვრებელით უზრუნველყოფა.
პროგრამით შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად 25 ოჯახის ფინანსური დახმარება.
ქვეპროგრამის მიზანია:
ქვეპროგრამით მოსარგებლე მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
შუალედური შედეგი (OUTPUT)
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნებიან თავშესაფრით.
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება.
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
60.0
06 02 10
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც განსაზღვრული აქვთ ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდე დათბობის სეზონთან დაკავშირებით საჭიროებენ ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსებას, ჩაერიცხებათ ერთჯერადად 150 ლარი აბონენტის სარეგისტრაციო ნომერზე. პროგრამით შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად 400 ოჯახის დახმარება.
ქვეპროგრამის მიზანია:
სოციალურად დაუცველი ოჯახების თანადგომა, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.
შუალედური შედეგი (OUTPUT)
თბობის სეზონზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტრო ენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ხარჯის თანადაფინანსება.
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
4.0
06 02 11
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
100 წლის და მეტი ასაკის მქონე ხანდაზმულების – ერთჯერადი ფულადი დახმარება – 500 ლარით.
პროგრამით შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად 5 ოჯახის ფინანსური დახმარება.
ქვეპროგრამის მიზანია:
ხანდაზმულთა ოჯახების თანადგომა, მათი პირობების გაუმჯობესება.
შუალედური შედეგი (OUTPUT)
100 და მეტი წლის ასაკს გადაცილებული მოქალაქეების გაუმჯობესებული ფინანსური მდგომარეობა.
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
სარიტუალო მომსახურეობის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
15.0
06 02 12
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა - 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მომართვის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ აგრეთვე გარდაცვლილი ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურების დაფინანსება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ქვეპროგრამის მიზანია:
გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება.
შუალედური შედეგი (OUTPUT)
გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) დახმარების პროგრამა;
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
85.0
06 02 13
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახებზე ელექტოენერგიის დაფინანსება გაიცემა 12 თვეზე, ყოველთვიური ლიმიტის - 15 ლარის ოდენობით, განცხადების შემოტანიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი (18 წლამდე ასაკის) ელექტოენერგიის დაფინანსება გაიცემა 12 თვეზე, ყოველთვიური ლიმიტის - 15 ლარის ოდენობით, განცხადების შემოტანიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჯამურად; აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე (18 წლამდე) ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება -500 ლარის ოდენობით; 13 ნოემბერს უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უსინათლო პირთა დახმარება ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით;
ქვეპროგრამის მიზანია:
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება; საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიური განათლების და ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ხელშეწყობა;
პროგრამით შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად 200 ოჯახის ფინანსური დახმარება.
შუალედური შედეგი (OUTPUT)
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ფინანსური ხელშეწყობა
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
სოციალური მიზნების მქონე პროექტების თანადაფინანსება
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
10.0
06 02 15
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ფარგლებში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ზრუნვის სისტემიდან გასული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარჩენალდაკარგული პირები, მარტოხელა მშობლები, ახალგაზრდები, მარტოხელა ხანდაზმული პირები, ოჯახური პირობების გამო, დიდი ხნის მანძილზე დაუსაქმებელი დიასახლისები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები და ა. შ.) ჩართულობას სოციალური მიზნების მქონე სხვადასხვა პროექტებში, ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშემწყობას. კერძოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანადაფინანსებას მიიღებს ყველა ის ორგანიზაცია (საბიუჯეტო (მაგალითად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ბიბლიოთეკა, სკოლა და ა.შ.), არასამთავრობო, სათემო ორგანიზაცია / ცენტრი, სოციალური საწარმო და სხვ.) (შემდგომში - „ორგანიზაცია“), რომელიც, საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით, მოახდენს წილობრივ დაფინანსებას და, პროექტის განხორციელებით, ხელს შეუწყობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას
შუალედური შედეგი (OUTPUT)
ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტების შედეგად, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ბ) სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება, პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა და მათი ადაპტაცია არსებულ გარემოში;
გ) ქართული არასამთავრობო და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა;
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების სექტორის განვითარების ხელშეწყობა;
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
50.0
06 02 16
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწლეობას იღებს ლაგოდეხის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მაცხოვრებელი :
ა) 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც პროექტის გამარჯვების შემთხვევაში წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება;
ბ) ინდივიდუალური მეწარმე;
გ) მეწარმე იურიდული პირი.
მიმდინარე წლის პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთვის შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ერთი პროექტი და დაფინანსების მოცულობა შეადგენს არანაკლებ 5000 და არაუმეტეს 10 000 ლარს.
დაფინანსება განხორციელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16 ) განხორციელების შესახებ“ შესაბამისად.
ქვეპროგრამის მიზანია:
ა) სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული/თვითდასაქმებული ოჯახების მხარდაჭერა;
ბ) იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, რომელთა მიმდინარე/სამომავლო საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი წარმოების ზრდის, აგროტურისტული პოტენციალის განვითარების, საოჯახო მეურნეობის გაფართოებისა და პოპულარიზაციისკენ;
გ) ადგილობრივ დონეზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა;“
დ) დასაქმების ხელშეწყობა.
შუალედური შედეგი (OUTPUT)
ქვეპროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი სოციალურად დაუცველი და ხანდაზმული ოჯახების ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
30.0
06 02 17
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისში მყოფი ოჯახების, მათ შორის ხანდაზმულების, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საოჯახო ინვენტარის ან/და საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფა.
პროგრამით შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად 25 ოჯახის ფინანსური დახმარება.
შუალედური შედეგი (OUTPUT)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიღატაკეში ან/და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 1 სიღარიბის აღმოფხვრა, SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
63.0
06 02 18
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პერსონალური ასისტენტის სერვისი მიმარულია ხელი შეუწყოს მომსახურების მიმღებ პირს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში. ამ მიზნით, პერსონალური ასისტენტის სერვისი მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით შეიძლება მოიცავდეს კვების, საკუთარი თავის მოვლის, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მომსახურების მიღებაში, ასევე მუშაობისა და დასვენების, დღის დაგეგმვის ან/და სხვა მსგავს აქტივობებში დახმარებას.
ქვეპროგრამის მიზანია:
შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტირების საშუალებით.
შუალედური შედეგი (OUTPUT)
მომსახურების მიმღები პირისთვის მიწოდებული პერსონალური ასისტენტის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღებას.
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობ