კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4099.0 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

დასახელება

2026 წლის პროექტი

დაფინანსება 2026-2029 წლებზე

05 00

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი

4,099.0

15,483.0

05 01

სპორტის სფეროს განვითარება

2,179.8

7,271.8

05 01 01

სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა

395.9

2,107.9

05 01 02

წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება

50.0

200.0

05 01 03

კაპიტალური დაბანდებები სპორტის სფეროში

1,733.9

4,963.9

05 02

კულტურის სფეროს განვითარება

1,582.5

7,919.5

05 02 01

კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა

1,058.5

5,511.5

05 02 02

სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა

484.0

2,248.0

05 02 03

კაპიტალური დაბანდებები კულტურის სფეროში

0.0

0.0

05 02 04

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

40.0

160.0

05 03

ახალგაზრდობის მხარდაჭერა

59.7

291.7

05 04

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების ინიციატივების“   დაფინანსება/თანადაფინანსება

0.0

0.0

05 05

წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოება

150.0

645.0

05 06

საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების და კონკურსების დაფინანსება/თანადაფინანსება

105.0

420.0

05 07

წარმატებული ქორეოგრაფიული ან/და ფოლკლორული ანსამბლების   თანადაფინანსება

22.0

88.0

კოდი

პროგრამის დასახელება

სპორტის სფეროს განვითარება

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

2,179.8

05 01

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია

ა(ა)იპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში ხორცილედება სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რებილიტაცია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპოტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება და ა(ა)იპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი“ის სუბსიდირება.

ქვეპროგრამის მიზანია:

სპორტის საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;

საბოლოო შედეგი (OUTCOME)

გაზრდილია   სპორტის სხვადასხვა წრეებში ჩართული ბავშვების რაოდენობა, ასევე გაზრდილია ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარ მოქალაქეთა რაოდენობა.

გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, SDG 11 მდგრადი ქალაქები და დასახლებები.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

395.9

05 01 01

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

სპორტული ცენტრი აერთიანებს 8-სპორტულ მიმართელებას, ესენია: ფეხბურთი (290ბავშვი, გოგო 30, ბიჭი 260); ქართული ჭიდაობა (65 ბავშვი, გოგო 10, ბიჭი 55); ძიუდო (59 ბავშვი ბიჭები45, გოგო 14); ჭადრაკი (10 ბავშვი, გოგო-7, ბიჭი-3); კალათბურთი (61 ბავშვი გოგო-20 ბიჭი 51). კრივი (65 ბავშვი გოგო-20, ბიჭი-45), ფრენბურთი (54 ბავში, გოგო-24 ბიჭი-30) ხელბურთი (21 ბავში გოგო-11, ბიჭი-10) სულ ცენტრში სპორტის სხვადასხვა სახეობებს ეუფლება 640 ბავშვი, რომელთაც სამწვრთნელო ვარჯიშები უტარდებათ კვირაში 3-ჯერ. სპორტული ცენტრი მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს შეუფერხებლად; მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია სპორტული წრეებით სარგებლობა.

ქვეპროგრამის მიზანია:

სპორტის საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სულიერად და ფიზიკურად განვითარებული პიროვნების ფორმირება; სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა, სპორტის განვითარება; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის

პოპულარიზაცია;

შუალედური შედეგი (OUTPUT)

გაზრდილია სპორტის სხვადასხვა წრეებში ჩართული ბავშვების რაოდენობა, ასევე გაზრდილია ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარ მოქალაქეთა რაოდენობა.

გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, SDG 11 მდგრადი ქალაქები და დასახლებები.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

50.0

05 01 02

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური,ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება. ასევე გუნდის გამარჯვების შემთხვევაში (ფეხბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, კალათბურთში ან სხვა) გუნდის თითოეული სპორტსმენის და მწვრთნელის დაჯილდოება. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, სამოქალაქო აქტიურობის, სპორტის გავრცელებული სახეობებისათვის ტრადიციების შენარჩუნებისა და მათი პოპულარიზაციის მიზნით. (დამტკიცებული წესის შესაბამისად).

ქვეპროგრამის მიზანია:

საქართველოს სახელით მოასპარეზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში მოქმედ სპორტულ წრეებში აღზრდილი და ბოლო სამი წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებულ სპოტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება.

შუალედური შედეგი (OUTPUT)

ა(ა)იპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში მოქმედ სპორტულ წრეებში აღზრდილი წარმატებული სპორტსმენების რაოდენობის ზრდა.

გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, SDG 11 მდგრადი ქალაქები და დასახლებები.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

კაპიტალური დაბანდებები სპორტის სფეროში

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

1,733.9

05 01 03

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაცია.

ქვეპროგრამის მიზანია:  მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა ხელი შეეწყოს მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

შუალედური შედეგი (OUTPUT)

ლაგოდეხის მუნიციაპლიტეტში არის გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ეწევიან ჯანსაღი ცხოვრების წესს.

გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

SDG 3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, SDG9 მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა, SDG 11 მდგრადი ქალაქები და დასახლებები.

კოდი

პროგრამის დასახელება

კულტურის სფეროს განვითარება

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

1,582.5

05 02

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება

ა(ა)იპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში ხორცილედება ა(ა)იპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი“-ის და ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება“-ის სუბსიდირება, ასევე სხვდასხვა კულტურული ობიექტების მშენებლობა-რებილიტაცია.

პროგრამის მიზანია:

მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა შეძლონ სახელოვნებო განათლების მიღება და მონაწილეობის მიღება ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში.

კულტურული ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.

განხორციელდეს სხვადასხვა კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია.

საბოლოო შედეგი (OUTCOME)

მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა ახლაგაზრდას აქვს შესაძლებლობა მიიღოს სახელოვნებო განათლება.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება.

ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია.

გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

SDG 4  ხარისხიანი განათლება, SDG 11 მდგრადი ქალაქები და დასახლებები.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

1,058.5

05 02 01

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტში კულტურის მიმართულებით პოლიტიკას განსაზღვრავს კულტურის, სპორტისა და ახალგარდული სამსახური. სამსახური გეგმავს და ახორციელებს მასობრივ კულტურულ ღონისძიებებს, ფესტივალებს, ლიტერატურულ შემოქმედებითი საღამოებს; კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და შენარჩუნებას; კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, კულტურულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას. ახდენს მოქალაქეების ინფორმირებას და უზრუნველყოფს ღონისძიებებში მოქალაქეების

ჩართულობას.

ქვეპროგრამის მიზანია:

კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პატივისცემა და განვითარება; კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების შემოქმედების წარმოჩენა, მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითერაბა; კულტურული თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და გაღრმავების ხელშეწყობა; შემოქმედებითი პროცესების სტიმულირება.

შუალედური შედეგი (OUTPUT)

ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა; შედეგად გაზრდილი იქნება შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანების მოტივაცია.

გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

SDG 11 მდგრადი ქალაქები და დასახლებები.

კოდი

პროგრამის დასახელება

სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

484.0

05 02 02

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 4 სამუსიკო   სკოლა (ქ. ლაგოდეხის, სოფ. აფენის, სოფ. ლელიანის და სოფ. ვარდისუბნის) და 1 სამხატვრო (ქ. ლაგოდეხის) სკოლა.

სამუსიკო სკოლებში გაერთიანებულია საფორტეპიანო და ვიოლინოს მიმართულებები. სამუსიკო სკოლებში 7 წლიან სამუსიკო განათლებას იღებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 208 ბავშვი აქედან 161 გოგო და 47 ბიჭი. სკოლებში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს (ადმინისტრაციული პერსონალი და პედაგოგები)39 თანამშრომელს აქედან 35 ქალი.

სამხატვრო სკოლაში ბავშვები ეუფლებიან ფერწერას, ხატვას, კომპოზიციას, გობელენს, ხელოვნებათმცოდნეობას. სამხატვრო სკოლაში 5 წლიანი სამხატვრო განათლებას იღებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 41 ბავშვი აქედან 27 გოგო და 14 ბიჭი. სკოლაში სულ დასაქმებულია 3 პედაგოგი - 3 ქალი.

პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება ა(ა)იპ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მიმდინარე ხარჯები (ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი). დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 18 ადამიანს, აქედან 14 ქალი და 4 მამაკაცი.

ქვეპროგრამის მიზანია:

შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებისა და კლასიკური მუსიკის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა; სიმღერის, ფოლკლორის, კულტურული ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე; უფასო, საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა; მონაწილეობის მიღება ფესტივალებში, კონკურსებში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.

შუალედური შედეგი (OUTPUT)

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო სკოლები და სამხატვრო სკოლა წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. სრულად არის დაკმაყოფილებული სამხატვრო და სამუსიკო განათლებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში.

ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული შიდა სასკოლო კონცერტები და კონკურსები, და გაერთიანების გუნდების ზეიმი 1 ივნისს, აგრეთვე  10 ივნისის გაერთიანების ღია აკადემიური კონცერტი. საახალწლო  ღია კონცერტები ყველა სკოლაში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტები ასევე ყველა სკოლაში. შიდა კონკურსები,  პერიოდულად ტარდებოდა ღია გაკვეთილები სხვადასხვა საგნებში. ყველა კონცერტს თან ახლდა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენები.

გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

SDG 4  ხარისხიანი განათლება.

კოდი

პროგრამის დასახელება

ახალგაზრდობის მხარდაჭერა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

59.7

05 03

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების ჩართულობას მასობრივ ღონისძიებებში, ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების თვითრეალიზებია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებები, ფესტივალები, გასართობი, შემეცნებითი და არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობები, ლაშქრობები.

პროგრამის მიზანია:

ახალგაზრდობის მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, მათი საქმიანობის სტიმულირებას.  მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი პოტენციალის გამოვლენა, ინოვაციური იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა ლაშქრობები, არქეოლოგიური და ახალგაზრდული ბანაკები-სკოლები.

საბოლოო შედეგი (OUTCOME)

არაფორმალური განათლების და სხვადასხვა შემეცნებით თუ ინტელექტუალურ აქტივობებში ჩართული ახალგაზრდები. ასევე ჩართულნი არიან როგორც პროგრამის დაგეგმვის პროცესში ასევე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების ორგანიზებაში. ხდება მათი ნიჭისა და უნარების გამოვლენა.

გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

SDG 11 მდგრადი ქალაქები და დასახლებები.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოება

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

150,0

05 05

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური,პროგრამის აღწერა და მიზანი

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც საბაზო ან საშუალო განათლების საფეხურის დამთავრებისთანავე იმავე წელს ჩაირიცხებიან აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ოქროს მედალოსანი სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო - 600 ლარის ოდენობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში – 1 000 ლარით, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე, TOP - 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის მოხვედრის შემთხვევაში – 1500 ლარი;

ბ) ვერცხლის მედალოსანი სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო – 500 ლარის ოდენობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში – 1 000 ლარი, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე, TOP - 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის მოხვედრის შემთხვევაში – 1500 ლარი;

გ) უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო – 400 ლარის ოდენობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში – 1000 ლარი, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე, TOP - 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის მოხვედრის შემთხვევაში - 1500 ლარი;

2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც, სკოლის დამთავრებისთანავე იმავე წელს ჩაირიცხებიან   აკრედიტირებულ პროფესიულ სასწავლებლებში, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს - 300 ლარის ოდენობით.

3.  მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის, რომლებიც აგროვებენ ორივე სემესტრში, ყველა საგანში 91 დან -100 ქულამდე ან/და GPA რეიტინგი სემესტრის მიხედვით 91 -დან ზემოთ ქულას, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს   - 1000 ლარით.

4. აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული, მაღალი აკადემიური მოსწრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ)სტუდენტებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და ამავე დროს ცხოვრობენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთჯერადი ფულადი წახალისება განისაზღვრება - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობით და წახალისებით წარმატებული ახალგაზრდებისა და კვალიფიციური კადრების რაოდენობის ზრდა. ახალგაზრდებში, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და დასაქმების ხელშეწყობა. შშმ პირთა პროფესიული განათლების დაუფლების ხელშეწყობა,  მათი  სოციალიზაციისა და დასაქმების რაოდენობის ზრდის მიზნით. ალკოჰოლიზმის, ლუდომანიის, აზარდტული თამაშებზე დამოკიდებული ახალგაზრდების, უმუშევრობის  რიცხვის შემცირება .

საბოლოო შედეგი (OUTCOME)

მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული სტუდენტების, აბიტურიენტების, პროფესიული მიმართულებით გადამზადებულული  ახალგაზრდების რაოდენობა  გაზრდილია,     დასაქმებული კვალიფიციური კადრების რაოდენობა გაზრდილია და შეამცირებულია ალკოჰოლიზმის, ლუდომანიის, აზარდტული თამაშებზე დამოკიდებული და უმუშევარი ახალგაზრდების  რიცხვი.  გაზრდილია სოციალიზირებული და დასაქმებული შშმ პირების რაოდენობა.

გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

SDG 11 მდგრადი ქალაქები და დასახლებები.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების და კონკურსების დაფინანსება/თანადაფინანსება

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

105,0

05 06

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური,პროგრამის აღწერა და მიზანი

პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თანადაფინანსება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტი ახორციელებს 18-29 წლამდე ახალგაზრდების პროფესიული მომზადების თანადაფინანსებას (ღირებულების 30%-ის ფარგლებში). პროცესი ხორციელდება მუნიციპალიტეტის შერჩეულ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ეფუძნება კონკრეტულ სილაბუსს , რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნადი უნარებისა და პრაქტიკული კომპეტენციების გადაცემას ახალგაზრდების ეკონომიკური თვითრეალიზაციისთვის.

არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროგრამა  -რაც  გულისხმობს, საგანმანათლებლო საინფორმაციო კამპანიების, ტრენინგ-კურსებისა და სემინარების მხარდაჭერას, რომლებიც მიზნად ისახავს 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული პროექტებისა და კონკურსების დაფინანსების/თანადაფინანსება, რაც გულისხმობს წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტების და კონკურსების დაფინანსება/თანადაფინანსებას, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობისთვის.

საბოლოო შედეგი (OUTCOME)

საგანმანათლებლო, არაფორმალური განათლების, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული პროგრამების, პროექტებისა და კონკურსების დაფინანსების/თანადაფინანსების წლიური ბიუჯეტი შეადგენს 105 000 ლარს.

ქვეპროგრამის მიზანია:  გადაწყვეტილების მიღების პროცესებში  ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, არაფორმალური განათლების მიღებით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა, ახალგაზრდების პროფესიულლი განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა, პასუხისმგებლიანი მოქალაქეების  რაოდენობის ზრდა,  მავნე დამოკიდებულებებით (ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ლუდომანია და ა.შ) დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვის შემცირება,  საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებით.

გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

SDG 11 მდგრადი ქალაქები და დასახლებები.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

წარმატებული ქორეოგრაფიული ან/და ფოლკლორული ანსამბლების   თანადაფინანსება

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

22,0

05 07

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური,პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს მასშტაბით ფესტივალ -კონკურსებზე გამარჯვებული, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილე ქორეოგრაფიული ან/და ფოლკლორული ანსამბლი, რომელიც რეგისტრირებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  და ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს ზ/აღნიშნულ საქმინობას, ანსამბლის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით,  ფორმების, აქსესუარების, მუსიკალური ინსტრუმენტების ან/და სხვა მსგავსი რეკვიზიტების შესაძენად, წელიწადში ერთხელ, ერთჯერადი თანადაფინანსების სახით, განისაზღვროს     - 2000 ლარი.

ქვეპროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ან/და ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობით, ხელოვნების სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვის ზრდა, დარგის (ხალხური შემოქმედების)   კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაცია და  მუნიციპალიტეტის  ცნობადობის გაზრდა, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ფესტივალებზე/კონკურსებზე მონაწილეობით.

საბოლოო შედეგი (OUTCOME)

გაზრდილია ქორეოგრაფიული და ფოლკლორული სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვი, ახალგაზრდებში პოპულარულია კულტურული მრავალფეროვნებისა და ხალხური შემოქმედების დარგი, გაზრდილია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფესტივალებში/კონკურსებში  მონაწილეობის რიცხვი და გაზრდილია ცნობადობა მუნიციპალიტეტის შესახებ.

გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

SDG 11 მდგრადი ქალაქები და დასახლებებ