განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6,438.0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

დასახელება

2026 წლის პროექტი

დაფინანსება 2026-2029 წლებზე

04 00

განათლება

6,438.0

28,868.0

04 01

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

6,438.0

28,868.0

04 02

სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა

0.0

0.0

04 03

განათლების ღონისძიებები

0.0

0.0

კოდი

პროგრამის დასახელება

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

6,438.0

04 01

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა  გაერთიანება.

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 31 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1366 ბავშვი. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 365 ადმინისტრაციული პერსონალი.

პროგრამის მიზანია:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა. ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება.

საბოლოო შედეგი (OUTCOME)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი  სტანდარტები: დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო პროცესი და სასკოლო მზაობის პროგრამის უზრუნველყოფა, სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით. მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის გამავლობაში ისარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1500 შესაბამისი ასაკის ბავშვი, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების 87%-ს შეადგენს.

გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

SDG 4 ხარისხიანი განათლებ