მუხლი 5: ნეიროქირურგიული, ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული ოპერაციები, ამ ოპერაციებთან დაკავშირებული შიდა საფიქსაციო მოწყობილებების ამოღება. კიდურებისა და  თითების ამპუტაცია. ბენეფიციარს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადად ამ მუხლის 1-ლი პუნქტის როგორც „ა“, ასევე „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. „ა“, „ბ“ და „გ“ თითოეული ქვეპუნქტით  სარგებლობისას დაფინანსდება  პაციენტის  მიერ  გადასახდელი თანხა 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301-ლარიდან 50% თანადაფინანსებით,  არაუმეტეს 700 ლარისა; იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარმა წარმოადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან უარი დაფინანსების თაობაზე, „ა“, „ბ“  და „გ“ თითოეული ქვეპუნქტით სარგებლობისას დაფინანსდება მოთხოვნილი თანხა 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301-ლარიდან 50%-ით, არაუმეტეს 900 ლარის