„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №628 |
|
2025 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ1) უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს გენერალური ინსპექციის, შიდა აუდიტის დეპარტამენტის, ანგარიშვალდებულ პირებზე ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაზე;“.
2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) ანგარიშვალდებულ პირებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.
3. 24-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
ა) სამინისტროს წინაზე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება;
თ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.“;
ბ) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 24-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:
„მუხლი 241
1. ანგარიშვალდებულ პირებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ანგარიშვალდებული პირების მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა დისტანციური შემოწმებით ან/და ადგილზე შემოწმებით;
ბ) შემოწმების ჩატარების, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირების საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების დონის განსაზღვრის მიზნით, ანგარიშვალდებული პირებისგან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტის (მათ შორის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის) გამოთხოვა;
გ) ანგარიშვალდებული პირების მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე სახელმძღვანელო მითითებების გამოცემა და მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება;
დ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენისას ანგარიშვალდებული პირის მიმართ განსახორციელებელი შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიების შესახებ რეკომენდაციის მინისტრისთვის წარდგენა;
ე) სამინისტროსთვის, როგორც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოსთვის, განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ანგარიშვალდებულ პირებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.“.
|