თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2026
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016582 929
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/01/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.02.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულის ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2026 წლის 27 იანვარი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის №22 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1 -ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი“ (www.matsne.gov.ge გამოქვეყნების თარიღი 27/02/2018 სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016357).
მუხლი 3🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზი დიდებაშვილი
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗.
ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესსა და ოდენობას.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა არ აღემატება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და შეადგენს თვეში 985 ლარს.
მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში და ასევე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს წევრს აუნაზღაურდება ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე დასწრება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიცირება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა) განხორციელებისას.
2. მხედველობაში ასევე მიიღება თვის განმავლობაში მათ მიერ წარმოდგენილი, მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმები, აგრეთვე საწვავისა და სხვა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 1 რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს).
მუხლი 4🔗. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
1. მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას.