„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.126.016490
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2026 წლის 4 თებერვალი

ქ. თერჯოლა

 

,,წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების , წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა  და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო;

ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიურ (პარალიმპიურ) თამაშებში თერჯოლის ან  საქართველოს სახელით    მოასპარეზე  თერჯოლის  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14-დან 35  წლის ჩათვლით  ან/და საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ როგორც საქართველოს,  ასევე  საერთაშორისო   ტურნირებზე    ა(ა) იპ – თერჯოლის სპორტული სკოლისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის სახელით 14-25 წლამდე (თერჯოლის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის მანძილზე რეგისტრირებული)   ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი;

გ) წარმატებული მწვრთნელი –  ა(ა)იპ  – თერჯოლის   სპორტული სკოლისა  და სპორტულ-გამაჯანსაღებელი   მუნიციპალური ცენტრის  სახელით   სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევების მქონე თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  სპეციალისტი  (თერჯოლის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის მანძილზე რეგისტრირებული);

დ) წარმატებული ახალგაზრდა – თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტირებული 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობას იღებდა სასწავლო-საგანმანათლებლო საერთაშორისო  ოლიმპიადაში, საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებით, ინტელექტუალურ კონკურსში, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლებში დაძლეული აქვს დაწყებითი საფეხური და მოიპოვა აღნიშნული კონკურსის/ოლიმპიადის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული;

ე) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი – თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლის მიმდინარე წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი;

ვ) ახალგაზრდული ინიციატივა – ახალგაზრდების პროექტი, რომლის ინიციატორიც არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ან ახალგაზრდების ჯგუფი და ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საქმიანობის მიზნებს (საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი –საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №553 განკარგულებით დამტკიცებული დოკუმენტი);

ზ) სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტი – თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, რომელმაც საბიუჯეტო წელს  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მიიღო სახელმწიფო სასწავლო  გრანტი.

2. დადგენილების დანართის  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 3. წარმატებული  სპორტსმენისა  და  წარმატებული  მწვრთნელის  დაჯილდოება

1. წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგ სახით:

ა) საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ    როგორც საქართველოს,  ასევე  საერთაშორისო   ტურნირის    I ადგილი – 400 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი;

ბ) ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 2 200 ლარი, II ადგილი – 1500, III ადგილი – 1000 ლარი;

გ) მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 5000 ლარი, II ადგილი – 4000, III ადგილი – 3000 ლარი;

დ) ოლიმპიური (პარაოლიმპიური)  თამაშების I ადგილი – 10 000 ლარი, II ადგილი – 9000, III ადგილი – 8000 ლარი.

2. წარმატებული მწვრთნელის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის (ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიურ ჩემპიონატზე I, II, III საპრიზო ადგილი) – 3000 ლარი;

ბ) სპორტული მიღწევებისთვის  (საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ    როგორც საქართველოს,  ასევე  საერთაშორისო   ტურნირებზე I, II, III საპრიზო ადგილი) – 2000 ლარი.

3. წარმატებული სპორტსმენების/მწვრთნელების  ჯილდოზე   წარდგენა:

სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის სპორტსმენებს და  მწვრთნელებს   ჯილდოზე   წელიწადში ერთჯერადად თერჯოლის მუნიცილაპიტეტის მერს   წარუდგენს  ა(ა)იპ  – თერჯოლის   სპორტული  სკოლისა  და სპორტულ-გამაჯანსაღებელი   მუნიციპალური ცენტრის  დირექტორი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო ჩაფიჩაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.02.2026.
როდის იქნა მიღებული „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 04.02.2026. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №34. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.126.016490.
რამდენი მუხლისგან შედგება „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.02.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №34, 04.02.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.126.016490 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6779744/