ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2026
ძალაში შესვლა 01.07.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №94
სარეგისტრაციო კოდი 410010020.10.003.025643 9
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/03/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ხობის ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძირითადად, ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №94
2026 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე
მორატორიუმის შესახებ
მუხლი 1🔗
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვეყნის ტერიტორიაზე, ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაში, გამოცხადდეს ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი, პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის, აგრეთვე სხვა ჯიშის ძაღლის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა გავრცელდეს:
ა) მომეტებული რისკის მქონე ისეთ ძაღლებზე, როგორიცაა: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი; ფილა ბრაზილეირო; სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; კანე კორსო და სტაფორდშირ ბულ ტერიერი;
ბ) სხვა ჯიშის ძაღლებზე, კერძოდ: ჰასკი; მალამუტი და ლაიკა.
მუხლი 3🔗
მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მორატორიუმზე კონტროლს განახორციელებენ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე