Silk Road Holdings B.V. LLC-ის განცხადება სატენდერო წინადადების ცვლილების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისი, 31.03.2026
გამოსყიდვის პირობები და წესი
1. ოფერენტი (Silk Road Holdings B.V. LLC ) ფლობს საზოგადოების 84 443 957 (ოთხმოცდაოთხი მილიონ ოთხას ორმოცდასამი ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი) ჩვეულებრივ აქციას (რაც განთავსებული აქციების საერთო რიცხვის 75,108% შეადგენს) და სურს გამოისყიდოს ყველა 27 985 461 (ოცდაშვიდი მილიონ ცხრაას ოთხმოცდახუთი ათას ოთხას სამოცდაერთი) საზოგადოების დარჩენილი განთავსებული აქცია, რაც შეადგენს საზოგადოების განთავსებული ჩვეულებრივი აქციის საერთო რიცხვის 24,892%-ს.
2. საზოგადოების ერთი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასი შეადგენს 1,82 (ერთ მთელი და ოთხმოცდაორი მეასედი) ქართულ ლარს. გამოსყიდვის ფასი განსაზღვრული იქნა აუდიტორული კომპანიის შპს „KPMG საქართველოს“ მიერ (სარეგისტრაციო ნომერი 404437695) და არ წარმოადგენს მაქსიმალურ ფასზე დაბალ ფასს, რომლითაც ოფერენტმა ბოლო გასული 6 თვის განმავლობაში შეიძინა საზოგადოების ჩვეულებრივი აქციები.
3. სატენდერო წინადადება გამოქვეყნებულ იქნა 2026 წლის „30“ იანვარს შემდეგ საიტზე: https://www.telasi.ge, სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ საიტზე (https://matsne.gov.ge/ru), ასევე გაგზავნილ იქნა სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარისთვის“.
4. წინამდებარე განცხადებით, სატენდერო წინადადების ჩატარების ვადაში, ცვლილებები შედის. წინამდებარე განცხადების შესაბამისად, სატენდერო წინადადება მოქმედებს 2026 წლის “30” იანვარის 12:00-დან 2026 წლის „31“ მაისის 18:00-მდე. აქციების გასხვისების შესახებ საზოგადოების აქციონერთა წერილობითი განცხადებები (წერილი-აქცეპტები) წინადადებაში მითითებული პირობებით, მიღებული იქნება იგივე ვადაში.
5. განცხადებები განხილულ იქნება 5 სამუშაო დღის განმავლობაში, 2026 წლის 1 ივნისიდან, 2026 წლის 5 ივნისის ჩათვლით, გადაწყვეტილებაც მიღებულ იქნება იმავე ვადაში.
6. საზოგადოების იმ განთავსებული ჩვეულებრივი აქციების 24,892% სრულ გაყიდვაზე თანხმობის შემთხვევაში, რომლებიც ამჟამად შეადგენს 27 985 461 (ოცდაშვიდი მილიონი ცხრაას ოთხმოცდახუთი ათას ოთხას სამოცდაერთი) აქციას, ოფერენტი გამოისყიდის ყველა აქციას. ოფერენტი გამოისყიდის სატენდერო წინადადების ფარგლებში აქციათა გასაყიდად შემოთავაზებულ რაოდენობას.
7. ოფერენტი გამოისყიდის აქციებს იმ პირობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის, ოფერტის მოქმედების ვადაში, საზოგადოების აქციონერისგან მიიღებს წერილობით აქცეპტს (სატენდერო წინადადების მიღების შესახებ წერილს), წინამდებარე განცხადებაში მითითებულ მისამართზე.
8. სატენდერო წინადადების რომელიმე პირობის ცვლილების შემთხვევაში წინადადების შესახებ განცხადების განახლებული ვერსია მომზადებული და გავრცელებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.
9. შეძენა განხორციელდება სატენდერო წინადადების ვადის და გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ, კერძოდ, 2026 წლის 19 ივნისის ჩათვლით.
10. ოფერენტი იტოვებს უფლებას, სატენდერო წინადადების გამოქვეყნების ან სატენდერო წინადადების ვადის ამოწურვის შემდეგ, გააუქმოს წინადადება საზოგადოების განთავსებული ჩვეულებრივი აქციების გამოსყიდვის შესახებ. ამ უფლების გამოყენებისას, ოფერენტი საზოგადოების ყველა ანგარიშის მფლობელს (აქციონერები, რომლებიც ფლობენ ანგარიშს „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად), აცნობებს გაუქმების თაობაზე იმავე წესით, რომელიც გამოყენებულ იქნა სატენდერო წინადადების შესახებ ამ განცხადების გავრცელებისას.
11. მათ საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვის შესახებ საზოგადოების აქციონერთა წერილობითი განცხადებები (წერილი-აქცეპტები) შეტანილი უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ.3, საკონტაქტო ნომერი: +995 32 277 99 99 (შიდა 7768), ana.gogava@telasi.ge.
12. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ 151 მუხლის შესაბამისად, შესასყიდი აქციების გამოსყიდვის ფასის შეფასების შესახებ ანგარიშის გასაცნობად აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ წინა პუნქტში მითითებულ მისამართზე.
ხელმოწერილია Silk Road Holdings B.V.-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელით
ნატალია ბოსიაგინა