1. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობით მხარდაჭერა, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

გ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის კოორდინაცია, არსებული ინფრასტრუქტურის შენახვა-შენარჩუნების უზრუნველყოფა;

დ) სააგენტოს საჭიროების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

ე) სააგენტოს საქმიანობის შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

2. ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საჭიროების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

ბ) სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა, სააგენტოს ინფრასტრუქტურის გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში არსებობა;

გ) სააგენტოს სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა;

დ) სააგენტოს ფინანსური რესურსების ეფექტური მართვა და მდგრადობის უზრუნველყოფა;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირებ