1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა საკრებულოს კომისიის წევრთაგან. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება ამ რეგლამენტის 114-ე და 115-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
გ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
დ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
ე) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს;
ზ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს წევრებს;
თ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ი) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისიის თავმჯდომარის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების დროებითი შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის ერთ-ერთი წევრი. ასეთი დავალების არარსებობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, აგრეთვე მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
4. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. კომისიის თავმჯდომარე მოვალეა ამ რეგლამენტის 142-ე მუხლით დადგენილი წესით, წელიწადში ერთხელ მაინც, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და, წელიწადში ერთხელ მაინც, შეადგინოს და გამოაქვეყნოს კომისიის მუშაობის ანგარიში.
5. კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.
6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 115-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაშ