1. საკრებულოს კომისია:
ა) მერიის შესაბამისი სამსახურის/სამსახურების სამუშაო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშავებს კომისიის ყოველკვარტალურ სამუშაო გეგმას;
ბ) სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს;
გ) წინასწარ განიხილავს საკრებულოში შემოტანილ, მის სფეროს მიკუთვნებულ, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს; ამზადებს დასკვნებს ორგანიზებას უწევს და/ან მონაწილეობს მათ განხილვაში;
დ) შეიმუშავებს მის სფეროს მიკუთვნებულ საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მომზადება და წარდგენა მხოლოდ მერის პრეროგატივაა;
ე) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს (ათავისუფლებს) საკრებულო და დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს სხდომას;
ვ) განიხილავს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტის, მუნიციპალური პროგრამების და ბიუჯეტის პროექტებს და ამზადებს დასკვნებს;
ზ) აკონტროლებს შესაბამის სფეროში მიღებულ საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში დასკვნას და რეკომენდაციებს წარუდგენს საკრებულოს;
თ) აკონტროლებს მერიის შესაბამისი მიმართულების სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენს მათ ანგარიშებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და შეფასებებს;
ი) იღებს გადაწყვეტილებას კომისიასთან საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ;
კ) ახორციელებს ამ რეგლამენტით, საკრებულოს დავალებით და საკრებულოს კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მერიის და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები ვალდებული არიან ყოველკვარტალურად ან კომისიის მოთხოვნით კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
3. კომისია მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომისიის რეკომენდაცია შეიძლება წარედგინოს საკრებულოს ან რეაგირებისთვის გადაიგზავნოს საკრებულოსადმი დაქვემდებარებულ თანამდებობის პირს, რომელიც ვალდებულია 1 თვის ან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში აცნობოს კომისიას განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები.
4. საკრებულოს კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევს და კომისიის სამუშაო გეგმებს ამტკიცებს საკრებულოს ბიურ