1. საკრებულოს კომისიები იქმნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს მიკუთვნებული დარგების (სფეროების) მიხედვით.
2. საკრებულოს კომისიებია:
ა) იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია;
გ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისია;
დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია;
ე) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისია.
3. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზ