„საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 11 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.39.036.010.364
საქართველოს გენერალური
პროკურორის ბრძანება №21
2007 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 11 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 11 მაისის №18 ბრძანების (სსმ III, 2007 წ., №65, მუხ. 736) მე-5–8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დაუშვებელია საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა, გარდა კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით პირდაპირ გათვალისწინებული, ასევე ამ ბრძანების მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნის არარსებობის პირობებში, წინასწარი გამოძიების დაწყების, შეწყვეტის და დასრულების შესახებ ინფორმაცია ღიაა და ექვემდებარება გაცემას შეზღუდვის გარეშე, გარდა ამ ბრძანების მე-9 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა.
7. სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნის არსებობის პირობებში, წინასწარი გამოძიების შეწყვეტის და დასრულების შესახებ ინფორმაცია ღიაა და ექვემდებარება გაცემას შეზღუდვის გარეშე, გარდა ამ ბრძანების მე-9 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა.
8. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას, საქართველოს გენერალური პროკურორის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის) თანხმობით, რაც შედის მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, დასაშვებია ისეთი ინფორმაციის გაცემა, რომელზეც ვრცელდება ამ ბრძანების მე-5 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ასევე სხვა ინფორმაციის, რომელიც სცილდება ამ ბრძანების მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის დასაიდუმლოების პრინციპებს.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 11 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 11 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.05.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 11 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 11 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 22.05.2007. მიმღები ორგანო — სხვა ადმინისტრაციული ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 110.080.000.39.036.010.364.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 11 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 11 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.05.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 11 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №21, 22.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.39.036.010.364 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70732/