„საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2000 წლის 26 ოქტომბრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
350.010.010.13.006.010.378
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 350.010.010.13.006.010.378

საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის

დადგენილება №12

2007 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2000 წლის 26 ოქტომბრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2000 წლის 26 ოქტომბრის №3 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციაში“ (სსმ III, 2000წ., №106, მუხ. 878) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.    საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის აქტივების მე-10 კლასის ანგარიშთა ჯგუფი 106 – „კომერციული ბანკების ანგარიშები ეროვნულ ბანკში უცხოური ვალუტით“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1061          კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვები საქართველოს ეროვნულ ბანკში

 1062          კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში“.

2.    საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის აქტივების მე-10 კლასის ანგარიშთა ჯგუფი 106 – „კომერციული ბანკების ანგარიშები ეროვნულ ბანკში უცხოური ვალუტით“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ანგარიში   1061    კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვები საქართველოს ეროვნულ ბანკში.

1061 ანგარიშის დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1051 ანგარიშისა, ვალუტის სხვაობის გარდა.

ანგარიში    1062    კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში.

1062 ანგარიშის დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1052 ანგარიშისა, ვალუტის სხვაობის გარდა“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭუმბურიძე

კომისიის თავმჯდომარე