საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.316
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №53/2007
2007 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის №44 ბერლინის საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციების შესრულება დაევალოს სპეციალურ ჯგუფს, რომლის 7 წევრს ნიშნავენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აქვთ საუბნო საარჩვენო კომისიის წევრების დანიშვნის უფლება, ხოლო 4 წევრს ირჩევს ცესკო განკარგულებით.
მუხლი 2
№44 ბერლინის საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციების შემსრულებული სპეცჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადად განისაზღვროს ამ დადგენილების ძალაში შესვლის მომდევნო დღე.
მუხლი 3
ამ დადგენილების მიღების მომენტისათვის პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოში წარმოდგენილი გადაწყვეტილებები №44 ბერლინის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის შესახებ ჩაითვალოს სპეციალური ჯგუფის წევრად დანიშვნის გადაწყვეტილებად.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე“?
- „საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე“ მიღებულია 31.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №53/2007. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.15.008.011.316.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე“, №53/2007, 31.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.316 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75256/