1. ელექტროდანადგარებზე სამუშაოდ დაიშვებიან სამუშაოს ხასიათის შესაბამისი პროფესიული მომზადების მქონე პირები. პირებს, რომლებსაც არა აქვთ ასეთი მომზადება, სამუშაოზე დამოუკიდებლად დაშვებამდე უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი სწავლება.
2. პერსონალის პროფესიონალური მომზადება, მისი კვალიფიკაციის ამაღლება, ცოდნის შემოწმება და ინსტრუქტაჟების ჩატარება ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად.
3. ელექტროტექნიკური პერსონალი სამუშაოზე დამოუკიდებლად დაშვებამდე შეისწავლის დაზარალებულის ელექტროდენის ზემოქმედებისგან გათავისუფლების და მისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ხერხებს.
4. ელექტროდანადგარებზე მომუშავე პერსონალი ვალდებულია იცოდეს წინამდებარე წესები დაკავებული თანამდებობების ან პროფესიის შესაბამისად და მინიჭებული ჰქონდეს ელექტროუსაფრთხოების ჯგუფი დანართი №2-ის მიხედვით. მომუშავეს, რომელმაც გაიარა წესების ცოდნის შემოწმება, ეძლევა დადგენილი ფორმის მოწმობა (დანართი №1).
მომუშავე ვალდებულია აღნიშნული მოწმობა სამუშაოზე ყოფნის დროს მუდმივად იქონიოს თან.
5. სპეციალური სამუშაოების ჩატარების უფლების მქონე მომუშავეებს მოწმობაში უკეთდებათ შესაბამისი ჩანაწერი. ასეთ სამუშაოებს მიეკუთვნება:
ა) მაღლივი სამუშაოები;
ბ) სამუშაოები ძაბვის ქვეშ დენგამტარ ნაწილებზე (იზოლატორების წმენდა, რეცხვა და შეცვლა, სადენების შეკეთება, იზოლატორებისა და შემაერთებელი მომჭერების კონტროლი საზომი შტანგით, გვარლების გაპოხვა);
გ) მოწყობილობების გამოცდა ამაღლებული ძაბვით (გარდა მეგაომმეტრით სამუშაოებისა);
დ) ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ორგანიზაციის ხელმძღვანელის განკარგულებით გათვალისწინებული დამატებითი სპეციალური სამუშაოები.
6. აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირთა დაშვება №3 დანართში ჩამოთვლილ სამუშაოებზე.
7. მომუშავე, რომელიც გადის სტაჟირებას, დუბლირებას, მიმაგრებული უნდა იყოს გამოცდილ სპეციალისტთან ენერგოობიექტის ხელმძღვანელის განკარგულებით. სამუშაოზე დამოუკიდებლად დაშვება გაფორმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის განკარგულებით.
8. თითოეული მომუშავე, თუ მას არ შეუძლია მიიღოს ზომები უსაფრთხოების წესების დარღვევის აღმოსაფხვრელად, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ზემდგომ ხელმძღვანელს ყველა შემჩნეული დარღვევის შესახებ, აგრეთვე ელექტროდანადგარისა და მუშაობაში გამოყენებული მანქანების, მექანიზმების, სამარჯვების, ინსტრუმენტებისა და დამცავი საშუალებების ისეთი გაუმართაობის შესახებ, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანებს. აკრძალულია იმ განკარგულების და განწესის შესრულება, რომლებიც ეწინააღმდეგება წინამდებარე წესებს
ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.10.2010
მუხლი 4. მოთხოვნები პერსონალის მიმართ
თავი II — ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. „წესებში“ გამოყენებული შემოკლებები:
- მუხლი 5. ოპერატიული მომსახურება და ელექტროდანადგარების დათვალიერება
- მუხლი 6. სამუშაოთა შესრულების წესი და პირობები
- მუხლი 7. ორგანიზაციული ღონისძიებები (საერთო მოთხოვნები, სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები, მათი უფლებები და მოვალეობები)
- მუხლი 8. განწესით სამუშაოთა ორგანიზების წესი
- მუხლი 9. სამუშაოები გამანაწილებელი მოწყობილობების საჰაერო, საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზების და კავშირგაბმულობის უბნებზე
- მუხლი 10. განწესით მუშაობა მრავალჯაჭვა სეგხ-ზე, სეგხ-ის გადაკვეთებზე, სეგხ-ის სხვადასხვა უბნებზე
- მუხლი 11. განკარგულებით შესასრულებელი სამუშაოების ორგანიზება
- მუხლი 12. მიმდინარე ექსპლუატაციისას შესასრულებელი სამუშაოების ორგანიზება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №100, 18.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.22.025.012.407 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80518/muxli-4/