მაუწყებელი, ჩვეულებრივ, წელიწადში ერთხელ, ატარებს თვითრეგულირების სისტემის აუდიტს და კომისიას ყოველწლიურად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშთან ერთად წარუდგენს დეტალურ ანგარიშს:

ა) ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით შესული საჩივრების (სააპელაციო საჩივრების), განცხადებებისა და მათ თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ;

ბ) საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადების შესახებ;

გ) მაუწყებლის თანამშრომელთა მიერ ამ კოდექსის დარღვევის რაოდენობის, დარღვეული მუხლების, განმეორებითი დარღვევებისა და დარღვევების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გამოყენებული ზომების შესახებ;

დ)     მაუწყებლის მიერ საკუთარი თანამშრომლების პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახე