1. კოდექსის მიზანია ყველა სახის მაუწყებელი, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებელი, თანაბარი პასუხისმგებლობით მოეკიდოს პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ზნეობისა და ადამიანური ღირებულებების დასაცავად, საზოგადოებრივი თანხმობისა და ტოლერანტობის განსამტკიცებლად.
2. იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ კოდექსით განსაზღვრულ წესებს, იგი ვალდებულია აღნიშნული ქმედება დაასაბუთოს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესით, გონივრული საფუძვლებით და მოახდინოს სარედაქციო პროცესის ნათლად და მკაფიოდ დემონსტრირება კოდექსის პრინციპების შესაბამისა