1. ამ კოდექსის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, მაუწყებლობის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ სხვა საკანონმდებლო აქტები.

2. კოდექსის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად ისე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად ხელშეუხებელი იყო