1. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პროგრამის მომზადებისა და გადაცემის პრინციპებს, წესებსა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს.

2. მაუწყებლობის პრინციპები განსაზღვრავს მაუწყებლის პროფესიულ სტანდარტებს თავისუფალ, პლურალისტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოში და სავალდებულოა შესასრულებლად.

3. წესები განსაზღვრავს კოდექსის მოთხოვნებს, რომლებიც დაცულ უნდა იქნეს მაუწყებლის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.

4. სახელმძღვანელო რეკომენდაციები არის მეთოდური მითითებები (ხერხები და საშუალებები), რომელთა გამოყენებით მაუწყებელს შეუძლია დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი პრინციპები და წესები. ჟურნალისტების, რედაქციებისა და მაუწყებლების დახმარება სამაუწყებლო საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ეთიკური საკითხების გადაწყვეტაში, საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და ყველა ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით. ეს რეკომენდაციები ეხმარება მაუწყებლებს საქართველოში ყველა ლიცენზირებული მაუწყებლის მომსახურების წესების, პირობების, ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების განსაზღვრასა და გაუმჯობესებაში; სახელმძღვანელო რეკომენდაციები ასევე ეხმარება ჟურნალისტებს, რედაქტორებს და მაუწყებელს სამაუწყებლო საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ეთიკური საკითხების გადაწყვეტაში, საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისა