„კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.227
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №118
2009 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან 5 დღის ვადაში კერძო აღმასრულებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევისათვის განისაზღვრება შემდეგი პირობები:
ა) კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო აღმასრულებლის ფუნქციის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის;
ბ) კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ხდება მზღვეველთან დაზღვევის ხელშეკრულების დადებით. მზღვეველი შეიძლება იყოს საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანია;
გ) სადაზღვევო შემთხვევად ითვლება დაზღვევის მოქმედების პერიოდში კერძო აღმასრულებლის, მისი თანაშემწის ან სხვა მუშაკის უკანონო ქმედება, რაც გახდა ზიანის მიყენების საფუძველი;
დ) კერძო აღმასრულებლის ფუნქციის შესრულებისას მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდით. თუ მზღვეველის მიერ გადახდილი ანაზღაურება არ არის საკმარისი მიყენებული ზიანის სრულად ასანაზღაურებლად, მაშინ აღმასრულებელი ფარავს სხვაობას სადაზღვევო ანაზღაურებასა და ზიანის ფაქტობრივ ოდენობას შორის.
3. კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის აუცილებელი დაზღვევის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში 200 000 ლარი.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“?
- „კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ მიღებულია 29.06.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №118. სარეგისტრაციო კოდი — 070.030.000.22.027.013.227.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.06.2012-დან.
- სად არის „კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“, №118, 29.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.227 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84484/