,დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.013.510
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №561
2009 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
,,დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანებით (სსმ III, 27.07.2005 წ., №88, მუხლი 1006) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ,,კსაფ“-ის გამოყენებაზე შეიძლება გადაყვანილი იქნენ ის დღგ-ის გადამხდელები (შემდგომში – გადამხდელები), რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით და რომელთა მიერ მომსახურების გაწევა ან ელექტრო და თბოენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად მომხმარებელთა ფართო წრისათვის.“.
2. მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:
,,თ) საანგარიშო თვე.“.
3. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. ,,კსაფ“-ის ამობეჭდვა ხორციელდება ერთი თვის ან თვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაწეული საქონლის/მომსახურების მიწოდების ჯამური მონაცემებიდან გამომდინარე.“.
4. მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. გადამხდელი, საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა ,,კსაფ“-ს ანიჭებს ნომერს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ,,კსაფ“-ის ნუმერაციის ველის ფარგლებში და შეაქვს იგი საგადასახადო ორგანოში წარსადგენ რეესტრში. ამასთანავე, საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვამდე ,,კსაფ“-ის მოთხოვნისას პირი ვალდებულია ,,კსაფ“-ი გამოწეროს და წარუდგინოს მიმღებს არა უგვიანეს აღნიშნული თარიღისა.
12. ,,კსაფ“-ის მიხედვით დღგ-ის ჩათვლაზე ვრცელდება იგივე შეზღუდვები, რაც დადგენილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დღგ-ის ჩათვლაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის შესაბამისად.“.
5. მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. გადამხდელი ვალდებულია მის მიერ გამოწერილი ,,კსაფ“-ის რეესტრი ელექტრონულ მატარებელზე ან/და ელექტრონული ფოსტით წარადგინოს საგადასახადო ორგანოში დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად.
16. საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ,,კსაფ“-ის რეესტრის ელექტრონული ვერსია ამოიბეჭდება ქაღალდზე 2 ეგზემპლარად და დამოწმდება სათანადო წესით როგორც გადამხდელის, ასევე საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ.“.
6. 21-ე და 22-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. საგადასახადო ორგანო ვალდებულია 3 დღის ვადაში შეიტანოს წარმოდგენილი რეესტრის ელექტრონული ვერსია ერთიან კომპიუტერულ ბაზაში და განახორციელოს ჩათვლებზე მონიტორინგი არსებული წესის შესაბამისად.
22. გადამხდელის მიერ წარდგენილი ,,კსაფ“-ის რეესტრში საქონლის/მომსახურების მიმღები მხარის მონაცემების არასახვის ან არასწორად ასახვის შემთხვევაში, შესაბამისი ,,კსაფ“-ის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა არ განხორციელდება გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში დასაბუთებული წერილობითი განმარტების (მიმართვის) წარდგენამდე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ი. ღვალაძე