1. გამამტყუნებელი განაჩენით პირს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი საფუძვლები:
ა) მსჯავრდებული ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე და 188-ე მუხლებით (თუ ზიანი 10 000 ლარს აღემატება), 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 220-ე ან 2201 მუხლით ან 2861 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო;
ბ) დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე.
2. ამ თავის მიზნებისთვის მსჯავრდებული არის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი.
3. ამ თავის გამოყენება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, დანაშაულის ჩადენის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაზარალებულს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის იმ ნაწილის ანაზღაურება, რომელიც მან ამ თავით დადგენილი წესით, დაზარალებულის კომპენსაციის სახით მიიღო.
5. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და სასამართლოში განხილვის ეტაპებზე დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად ბრალდების მხარე ყველა შესაძლებელ და გონივრულ ღონისძიებას/ზომას მიმართავს.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025