დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას უკუძალა არ აქვს:

ა) თუ დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა იმავე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დადებული და აღსრულებული გარიგების მიმართ.

საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025