,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№307
სარეგისტრაციო კოდი
010.210.040.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 54, 05/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 010.210.040.05.002.002

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №307

2005 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წელი, №17, მუხ. 167) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთა საქმიანობის წესს განსაზღვრავს და მათ შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს ადმინისტრაციის უფროსი.

12. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე.“;

გ) მე-13 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის ფუნქციურ მოვალეობებს;“;

„თ) საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურებს;“;

დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.“;

ე) მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.05.2005.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“?
„,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 05.05.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №307. სარეგისტრაციო კოდი — 010.210.040.08.002.003.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.05.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“, №307, 05.05.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/94918/