,,ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№48
სარეგისტრაციო კოდი
370.160.000.10.003.000.431
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 28/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №48

2006 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ

1. ,,ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლისა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოწონებულ იქნეს ქ. თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი ,,ლისის ტბის განვითარების პროექტი“ და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნება დაერთოთ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს განკარგონ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთები (მათ შორის, ქ. თბილისის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთის სატყეო მეურნეობის ლისის უბნის II, III და IV კვარტალები, დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის 24-ე კვარტალი და ლისის ტბის წყალდაცვითი ზოლის მცხეთის რაიონის ნაწილი).

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) მოამზადოს მასალები ,,ლისის ტბის განვითარების პროექტის“ განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან (მცხეთის სატყეო მეურნეობის ლისის უბნის II, III და IV კვარტალებიდან შესაბამისად 92.0 ჰა, 48.0 ჰა, 61.0 ჰა და დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის 24-ე კვარტალიდან 72.0 ჰა) მიწის ფართობების ამორიცხვასთან დაკავშირებით და წარუდგინოს განსახილველად საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიას.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ”“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.02.2006.
როდის იქნა მიღებული „,,ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ”“?
„,,ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ”“ მიღებულია 28.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №48. სარეგისტრაციო კოდი — 370.160.000.10.003.000.431.
სად არის „,,ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ”“, №48, 28.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 370.160.000.10.003.000.431 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9562/